სპორტი
ერთა ლიგაზე იტალიის ნაკრებმა თურქეთი 4:1 დაამარცხა, შეხვედრაში კი ძმებმა სებასტიანო და ფრანჩესკო ესპოზიტოებმა იასპარეზეს. ისინი გახდნენ მეოთხე ძმები, რომლებმაც ერთ შეხვედრაში იტალიის ნაკრების ფორმა მოირგეს. ფრანჩესკო ესპოტიზომ მატჩში გოლი და ასისტი მიითვალა.
30 სექტემბერი, 2026
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ პოლონეთში „პეტრიოტის“ რაკეტების წარმოების პერსპექტივასთან დაკავშირებით, ყურადღებით უნდა იქნას შესწავლილი რუსეთის სამხედრო დოქტრინა. მან ასევე ისაუბრა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საერთოევროპულ პრობლემებზე და აშშ-სთან დიპლომატიური კონტაქტების შესახებ.
29 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა
რუსული პროპაგანდისტული მედია „რია ნოვოსტი“ იუწყება, რომ პოლიტიკურ და ექსპერტულ წრეებში განიხილება სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინიციატივა „პუტინის გზა“. გეგმა ითვალისწინებს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის ლოგისტიკური კავშირების აღდგენას. ამ საკითხზე ერევანში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც იმსჯელეს.
29 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა
თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თბილისში, ირანის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათებაზე ისაუბრა. ცუცქირიძის თქმით, ირანის ელჩი მსგავსი განცხადების გაკეთებას ვერ გაბედავდა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს და აღნიშნა, რომ სხვისი ისტორიის რევიზიის უფლება არავის აქვს.
29 სექტემბერი, 2026
საზოგადოება
საქართველოს მუნიციპალიტეტები ახალდაქორწინებულ ოჯახებსა და ახალშობილთა მშობლებს სხვადასხვა ოდენობის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას უწევენ. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, დახმარება ბავშვის დაბადების რიგითობის მიხედვით იზრდება, ცალკე თანხაა გათვალისწინებული ტყუპის შეძენისას, ხოლო რამდენიმე მუნიციპალიტეტში ახალშობილთა ოჯახებისთვის ყოველთვიური დახმარებაც მოქმედებს. 2026 წლის პროგრამების მიხედვით, თიანეთში ახალდაქორწინებულები 5000 ლარს იღებენ, ხოლო ბორჯომში ახალშობილის შეძენისას დახმარება 1000 ლარიდან იწყება.
29 სექტემბერი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ ნადარეიშვილი, საერთაშორისო დაჯილდოება DataIQ Awards-მა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით წლის ლიდერად აღიარა. ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით, ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულება მნიშვნელოვნად გაფართოვდა და ბიზნესის შედეგებზე ორიენტირებულ გუნდად ჩამოყალიბდა.
29 სექტემბერი, 2026
სამართალი
საქართველომ ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით ძებნილი აშშ-ისა და უზბეკეთის მოქალაქე დავუდ ანსარი აშშ-ს გადასცა. ანსარს ბრალად ედება „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ-ნუსრას ფრონტის“ მატერიალური მხარდაჭერა. აშშ-ის საელჩომ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას თანამშრომლობისთვის.
29 სექტემბერი, 2026
საზოგადოება
სამტრედიის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად მოსწავლე დაშავდა. შემთხვევა სპორტდარბაზში მოხდა, როდესაც კარზე დამაგრებული ლურსმანი ბიჭს გულმკერდის არეში შეერჭო. მოგვიანებით ინფექციის განვითარების გამო მას ქუთაისში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
29 სექტემბერი, 2026
სპორტი
მადრიდის „რეალის“ კაპიტანს, ფედერიკო ვალვერდეს, მარცხენა ფეხზე აქილევსის მყესი აქვს დაჭიმული. მან ტრავმა „ატლეტიკოსთან“ მატჩში მიიღო, როდესაც მეტოქემ ფეხი დააბიჯა. ვალვერდეს აღდგენა სავარაუდოდ ორ კვირას დაიკავებს.
28 სექტემბერი, 2026
სპორტი
თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის სადებიუტო ტურში „ბაჰჩეშეჰირ კოლეჯმა“ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა — 98:83. ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში დიდი წვლილი საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა, მარკის რიდმა შეიტანა.
28 სექტემბერი, 2026