სამართალი
კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და დადასტურდა, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.
9 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. კონტრაქტის ვადა 2027 წლამდე აქვს, თუმცა კლუბს მისი გაყიდვა ახლავე სურს, რათა უფასოდ არ წავიდეს. „ბლანკოსი“ ესპანელში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად მომავალ სეზონში მისი თამაში ნაკლებად სავარაუდოა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს. მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
გორის "დილამ" 25 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელი ფრანკლინ ნიენეტუ დაიმატა. ნიენეტუს კარიერა "როსენბორგის" აკადემიაში აქვს დაწყებული და შეუძლია ცენტრალური თავდამსხმელის ან შემტევის პოზიციაზე თამაში.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, FOX Sports-ის ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტესთან მატჩში, არგენტინელი ლეო მესის თამაში შეაფასა. ანრის თქმით, მესი უბრალოდ ადამიანი არ არის და როდესაც მასში „მხეცი“ აღვიძებს, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
9 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამო“ სამმა ფეხბურთელმა დატოვა: პორტუგალიელმა შემტევმა როდრიგო რამუშმა, „ვინგერმა“ რუი მონტეირომ და ინგლისელმა ნახევარმცველმა ჯოშუა ონომამ. ონომა ინგლისის ყველა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი იყო და წარსულში „ტოტენჰემში“, „ასტონ ვილასა“ და „ფულჰემში“ უთამაშია. 23 წლის მონტეირო „პორტუს“ აკადემიის აღზრდილია და „დინამოს“ „პორტუს“ მეორე გუნდიდან შეუერთდა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის დედაქალაქ თეირანს ეწვია, სადაც ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
9 ივლისი, 2026