სპორტი
მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს: MLS-ი და საუდის არაბეთის პროლიგა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბსა და ჩემპიონატს აირჩევს გამოცდილი ფეხბურთელი. სალაჰმა "ლივერპულში" ცხრა სეზონი გაატარა და მრავალი ტიტული მოიგო.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რონალდო მესის, მარადონას, ნეიმარის და რონალდინიოს ტალანტით არ დაბადებულა, თუმცა მონსტრია და პელეს, მესის, მარადონას, რომარიოსა და რონალდოს თანაბარ დონეზეა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა განსაკუთრებული ჟესტით გულშემატკივრები აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ სამეფო ლოჟა თითქმის დაცარიელდა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი ბოლომდე დარჩა და ცენტრალურ კორტზე მიმდინარე შეხვედრას ადევნებდა თვალს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა. ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია: უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ პარიზულ კლუბს რუისში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. ამის გამო, არსებობს იმის ალბათობა, რომ ფაბიან რუისმა მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად არ ითამაშოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი, გიორგი ტურაშვილი, საფრანგეთის კლუბ „კასტრთან“ კონტრაქტს 2029 წლამდე აგრძელებს. ის გუნდს გასულ წელს შეუერთდა და ესპუართა გუნდში ასპარეზობდა. ტურაშვილი ასევე მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით, N309 მარშრუტზე, მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ „ზირასთან“ დამარცხდა. ანგარიში 3:0 დაფიქსირდა. მატჩი სუმგაითში გაიმართა. „ზირამ“ უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვა და 32-ე წუთზე რუან რენატომ ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში კი ვოლკოვმა და რენატომ (პენალტით) სხვაობა სამამდე გაზარდეს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსთვის ცენტრალური აზიის მეორე ქვეყანასთან დადებული მსგავსი დოკუმენტია, რაც რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას უსვამს ხაზს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების პერსპექტივები და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
9 ივლისი, 2026