განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[განახლებული. VIDEO. კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი] მონდორფი 1:2 დინამო (თბ). ლუქსემბურგიდან მეორე ეტაპისკენ... | Lelo.Ge

თბილისის „დინამომ“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „მონდორფი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, თუმცა საბოლოოდ მინიმალური სხვაობით იმარჯვა. მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც ესწრებოდა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან

მონტევიდეოში ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩილეში ჩავიდა და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები 11 ივლისს სამოას დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან სამოასთან ოთხი წლის წინანდელი მარცხისთვის რევანშის აღების შანსი აქვთ.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ადვოკატების თქმით,ბრიტანეთის მოქალაქე ტკივილგამაყუჩებლების გამო ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ბრიტანეთის მოქალაქე და ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს. იგი საზღვარზე ტკივილგამაყუჩებლებით დააკავეს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოდაა მიჩნეული. ადვოკატების თქმით, მას რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

10 ივლისი, 2026
სპორტი

მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა

„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმებასთან ახლოს - კლოპი გერმანიის ნაკრებს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაწვრთნის

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და შეთანხმება მხარეებს შორის თითქმის მიღწეულია. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი] საფრანგეთი 2:0 მაროკო. თამაში ცალ კარში - ფრანგულმა მონსტრმა მაროკოც გადაყლაპა! | Lelo.Ge

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „მამლებმა“ ულაპარაკოდ დაამარცხეს მაროკო და დიდიე დეშამის გუნდი ოქროსკენ მიმავალ გზაზე შეჩერებას გაუჭირდება. თითქმის მთელი მატჩი ფავორიტმა მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და უამრავი შანსი შექმნა. მბაპემ და დემბელემ გაიტანეს გოლები, თუმცა მაროკოს მეკარემ, იასინ ბონომ, შესანიშნავი თამაში აჩვენა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

"ამ იდეაზე რას იტყოდით?" - კასილასს ფეხბურთში წესების შეცვლა სურს

ლეგენდარულმა იკერ კასილასმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემოღებული წყლის სავალდებულო შესვენებების ფონზე ფეხბურთის ფორმატის შეცვლის იდეა წამოაყენა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მატჩი ოთხ 25-წუთიან პერიოდად უნდა დაიყოს, რადგან წყლის შესვენებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - ზურიკო დავითაშვილი სერია A-ში გადასვლასთან ახლოსაა

onefootball-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ "ატალანტაში" გადასვლასთანაა ახლოს. ბერგამოელებმა ფრანგულ მხარეს მომხიბვლელი შეთავაზება გაუკეთეს და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[მსოფლიო თასი 2026] განგაში საფრანგეთში! იქნება თუ არა მბაპე მზად ნახევარფინალისთვის? | Lelo.Ge

მაროკოსთან მატჩში კილიან მბაპეს დაშავებამ საფრანგეთში შეშფოთება გამოიწვია. ის გუნდის მთავარი მოთამაშეა და მის გარეშე გუნდის შანსები საგრძნობლად შემცირდება. თავად მბაპემ განაცხადა, რომ მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ნაკრების შტაბიდანაა საჭირო.

10 ივლისი, 2026