პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს სამართალდამცავ ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, მათ შორის დაცვის პოლიციის დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში.
10 ივლისი, 2026
სამართალი
„TV პირველის“ ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს დანით რამდენიმე დაზიანება აქვს მიყენებული. დანაშაულში ეჭვმიტანილი 26 წლის კაცი ეზოში მყოფი ბავშვების ხმაურმა გააღიზიანა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი დაჭრა. მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო დახმარება გაუწიეს. პოლიციამ კაცი მალევე დააკავა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
თიბისის მობაილბანკში მიმდინარე „საგანძურის მარათონმა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა და ათ დღეში 200 000-მდე მოთამაშე გააერთიანა. უკვე 40 გამარჯვებული დაჯილდოვდა, თუმცა თამაში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება, რაც მონაწილეებს ფულადი პრიზებისთვის ბრძოლის თანაბარ შანსს აძლევს. მარათონი ციფრული სივრციდან რეალურადაც გავრცელდა და Tbilisi Open Air-ზე სპეციალური კუთხე მოეწყო.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის საპატიმრო ვადას, სასამართლომ „მოსამართლის შეურაცხყოფაში“ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ნეფარიძეს ბრალად ედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა.
10 ივლისი, 2026
მსოფლიო
ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ქალაქ მეშჰადში, მერვე შიიტი იმამის, რეზას სალოცავში დაკრძალეს. მის დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველ დღეს დაიღუპა, ხოლო დაკრძალვა მომხდარიდან მეხუთე თვეს შედგა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამომ“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგის „მონდორფი“ მინიმალური ანგარიშით, 2:1 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდმა ორი განსხვავებული ტაიმი ჩაატარა, თუმცა მეტოქეზე მეტი პოტენციალი გამოავლინა. მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლიც ესწრებოდა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. თუმცა, ფინანსური არასტაბილურობა, საცხოვრებლის უქონლობა და ჯანმრთელობის პრობლემები ამ მიზნების განხორციელებაში მთავარ დაბრკოლებებად სახელდება. კვლევა ასევე გამოკვეთს გენდერული როლების ასიმეტრიას და საზოგადოებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებს, რაც დემოგრაფიულ ნაპრალს ამძაფრებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მაროკოს 2:0 მოუგო. დიდიე დეშამის გუნდმა შექმნა უამრავი საგოლე მომენტი, თუმცა მაროკოელთა მეკარის, იასინ ბონოს, შესანიშნავი თამაშის გამო ანგარიში მხოლოდ მეორე ტაიმში გაიხსნა. გოლები კილიან მბაპემ და უსმან დემბელემ გაიტანეს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „მამლებმა“ ულაპარაკოდ დაამარცხეს მაროკო და დიდიე დეშამის გუნდი ოქროსკენ სავალ გზაზე შეაჩერებელი არ ჩანს. თითქმის მთელი მატჩი ფავორიტმა მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და უამრავი შანსი შექმნა. საბოლოოდ, მბაპემ და დემბელემ გაიტანეს გოლები და საფრანგეთმა 2:0 იმარჯვა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.
10 ივლისი, 2026