სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშების მეორე ტურში, შაბათს, სამოას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, სადაც რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. სასტარტო შემადგენლობაში ოთხი ახალი მოთამაშეა, ორმა კი პოზიცია შეიცვალა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მაროკო დაამარცხა ანგარიშით 2:0. დიდიე დეშამის გუნდმა თითქმის მთელი მატჩი მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და მრავალი საგოლე მომენტი შექმნა. მიუხედავად მაროკოს მეკარის, იასინ ბონოს შესანიშნავი თამაშისა, კილიან მბაპემ და უსმან დემბელემ საფრანგეთს გამარჯვება მოუტანეს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
თბილისის „დინამომ“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლუქსემბურგში „მონდორფი“ 2:1 დაამარცხა. თემურ ქეცბაიას გუნდმა პირველ ტაიმში ორი გოლის უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეორე ტაიმში მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს. ქართული გუნდების ფიზიკური მომზადების პრობლემა კვლავ აქტუალურია.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
თიბისის მობაილბანკში მიმდინარე „საგანძურის მარათონმა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა და ათ დღეში 200 000-მდე მოთამაშე გააერთიანა. ამ დროისთვის 40 გამარჯვებული უკვე დაჯილდოვდა, მათ შორის 36 მონაწილემ დღის ლიდერის პრიზი მიიღო, ხოლო 4 კვირის ლიდერმა თითოეულმა 2000 ლარი მოიგო. მარათონი აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება და მონაწილეებს ფულადი პრიზებისთვის ბრძოლის თანაბარ შესაძლებლობას სთავაზობს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, თუმცა ფინანსური არასტაბილურობა, საცხოვრებლის უქონლობა და ჯანმრთელობის პრობლემები ამ მიზნების განხორციელებაში ხელს უშლის. კვლევამ ასევე გამოავლინა გენდერული როლების ასიმეტრია და საზოგადოებაში არსებული ორმაგი სტანდარტები, რაც დემოგრაფიულ ნაპრალს კიდევ უფრო ამძაფრებს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა აგვისტოშია დაგეგმილი.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია საქართველოს მოუწოდებს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს ბანკის პროექტის ფარგლებში, გრაფიკული დიზაინერი და კონტენტ კრეატორი, ფოქსი ელენიკო, საკუთარ 19 წლის თავს მიმართავს და მოუწოდებს, არ შეწყვიტოს სწავლა და არ შეუშინდეს შეცდომებს. ის ხაზს უსვამს, რომ წარმატების მისაღწევად მთავარია დაწყება, თუნდაც იდეალური პირობების არარსებობისას.
10 ივლისი, 2026