საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ით განისაზღვრა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლება დაფიქსირდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი გაჩუქდება.
3 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ქართველი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ ბუნდესლიგაში, კერძოდ, „კიოლნის“ რიგებში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის მცველი დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. „კიოლნი“ მის სანაცვლოდ „ნიურნბერგს“ 5.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელის, ტონი კროოსის განცხადებით, გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს. მისი თქმით, გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებსაც პოტენციალი აქვთ, თუმცა ჯერჯერობით მსოფლიო დონის დონეზე არ არიან.
3 ივლისი, 2026
სპორტი
41 წლის ნახევარმცველ სანტი კასორლას „ოვიედოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და მან ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. კასორლა „ოვიედოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო, ასევე თამაშობდა „რეკრეატივოში“, „მალაგაში“, „არსენალსა“ და „ალ სადში“.
3 ივლისი, 2026
სპორტი
20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და 33:5 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა მორაგბეებმა თამაშის დასაწყისშივე ლელო გაიტანეს, მეტოქემ პირველ ტაიმში ორი, მეორეში კი სამი ლელო დადო. საქართველოს ნაკრები ა ჯგუფში მესამე ადგილზე რჩება და მომდევნო შეხვედრას 7 ივლისს ურუგვაისთან გამართავს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16-ფინალში ბელგიამ სენეგალს დრამატულ მატჩში, დამატებით დროში, 3:2 მოუგო. "ტარანგას ლომები" ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა ბელგიამ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ გამარჯვების გოლიც გაიტანა პენალტით. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ იური ტილემანსი დასახელდა.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინაში ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო და უკვე არსებობს პირველი შედეგები. ქვეყანა ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბიუჯეტური ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე და მტრის დრონების ჩამოსაგდებად იაფი რაკეტების შემუშავებაზე.
3 ივლისი, 2026