პოლიტიკა
გერმანიის ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა, რომელიც ამ პოსტზე 2022 წლიდან მსახურობდა, 30 ივნისს მისიის დასრულების შესახებ განაცხადა. ფიშერი ხშირად აკრიტიკებდა ქვეყნის ანტიდასავლურ კურსს და ამის გამო „ქართული ოცნებისა“ და სახელისუფლებო მედიის კრიტიკის სამიზნე ხდებოდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩი საქართველო-გერმანიის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ევროსტატის ახალი სტატისტიკით, იანვარ-მარტში ევროკავშირიდან საქართველოს 2,060 მოქალაქე დააბრუნეს. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და მცირედით უსწრებს ალბანეთს. ევროკავშირმა უკვე შეუჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინასთან 76:95 დამარცხდა. მატჩის მიმდინარეობისას უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ბაგატსკისმა პროვოკაცია მოაწყო, რასაც მოჰყვა შეხლა-შემოხლა და საქართველოს ნაკრების ორი მოთამაშის, რიდისა და ბითაძის გაძევება. ამ ინციდენტმა და არასპორტულმა მსაჯობამ გუნდის თამაშზე უარყოფითი გავლენა იქონია.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, მსხვერპლი საქართველოში შეყვარებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა, მოგვიანებით კი მასზე მზრუნველობა ნათესავმა მამაკაცმა იკისრა. პატარაია ამ შემთხვევას „შემზარავ ფემიციდს“ უწოდებს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ლ. მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 18 წლის პაციენტს, რომელსაც დაბადებიდან ურთულესი თანდაყოლილი მანკი ჰქონდა, დედის თირკმელი წარმატებით გადაუნერგეს. ეს ოპერაცია საქართველოში, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტოა. პაციენტი კლინიკიდან გაწერილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
3 ივლისი, 2026
სამართალი
პროტესტის მონაწილე თამარ ლორთქიფანიძემ, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა, საპროცესო შეთანხმებას მიაღწია და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი უკვე რვა თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ოთხ თვეში დატოვებს. ლორთქიფანიძე თავდაპირველად „ხულიგნობის“ ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 6.4%-ით გაიზარდა. 2026 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 7.8%-ით განისაზღვრა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებმა, ინფორმაციამ და კომუნიკაციამ, დამამუშავებელმა მრეწველობამ, ტრანსპორტმა და დასაწყობებამ, თუმცა მშენებლობის სექტორში კლების ტენდენცია დაფიქსირდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
"კრისტალ პალასის" ყოფილი თავკაცი ოლივერ გლასნერი "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და 51 წლის სპეციალისტი ხელს 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს. "ნოტინგემი" ვიტორ პერეირას გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას მალე გამოაცხადებს და მას კონტრაქტს ვადაზე ადრე შეუწყვეტს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი გაჩუქდება.
3 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ვეტერანმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა გუნდი გააკრიტიკა. მისი აზრით, გერმანიას ამჟამად არც ერთი მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს, თუმცა აღნიშნა, რომ ზოგიერთ მოთამაშეს პოტენციალი აქვს.
3 ივლისი, 2026