სამართალი
პროტესტის მონაწილე თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა, საპროცესო შეთანხმებას მიაღწია და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი უკვე რვა თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ოთხ თვეში დატოვებს. ლორთქიფანიძე თავდაპირველად „ხულიგნობის“ ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).
3 ივლისი, 2026
სპორტი
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს, სადაც 2029 წლის ივლისამდე ითამაშებს. ლოჩოშვილი „კიოლნის“ ისტორიაში მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. კლუბის მმართველი დირექტორი თომას კესლერი აღნიშნავს, რომ ლოჩოშვილი დაცვას სტაბილურობას შემატებს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო აცხადებს, რომ თუ პატრონი 5 დღის ვადაში არ გამოჩნდება, ძაღლი გაჩუქდება.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინასთან დამარცხდა ანგარიშით 76:95. უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა მატჩამდე გააკეთა პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ქართველ კალათბურთელებს, კერძოდ კი მარკუს რიდსა და გოგა ბითაძეს, პროვოკაციაზე წამოგებით და ამ გზით მათი მოედნიდან გაძევებით შეძლებდნენ გამარჯვებას. სამწუხაროდ, მწვრთნელის გეგმა სრულად გამართლდა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
პროტესტის მონაწილე თამარ ლორთქიფანიძემ, რომელიც პოლიციის მანქანაზე ავიდა, საპროცესო შეთანხმებას მიაღწია და ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. იგი უკვე რვა თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ოთხ თვეში დატოვებს. თავდაპირველად მას „ხულიგნობის“ ბრალდება წაუყენეს, თუმცა მოგვიანებით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 353-ე პრიმა მუხლებით დამძიმდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩში ანგარიში ხორვატმა პერიშიჩმა გახსნა, თუმცა რონალდომ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და რეკორდიც დაამყარა. გამარჯვების გოლი კი ცვლილებაზე შემოსულმა რამუშმა 94-ე წუთზე გაიტანა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს, სადაც 2029 წლის ივლისამდე ითამაშებს. ლოჩოშვილი „კიოლნის“ ისტორიაში მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. მანამდე კი, 28 წლის მცველი გერმანულ „ნიურნბერგში“ თამაშობდა, სადაც ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ბრილ ემბოლომ გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე თავი დან ნდოიემ გამოიჩინა. ალჟირმა დარჩენილ დროში მეტოქის კარში ზუსტი დარტყმა ვერ შეასრულა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპი, დიდი ალბათობით, გერმანიის ნაკრებს გაწვრთნის. სანდო წყაროების ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტმა ბუნდესნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ იულიან ნაგელსმანს თანამდებობის დატოვება არ სურს, მას გაათავისუფლებენ და გერმანიის ნაკრები მთავარ კანდიდატურად სწორედ იურგენ კლოპის ვარიანტს განიხილავს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისს საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS და Galleria Tbilisi მომხმარებლებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებას აანონსებენ. ამ დღეს სავაჭრო ცენტრში PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. შეთავაზება ვრცელდება სხვადასხვა პოპულარული ბრენდის მაღაზიებზე.
3 ივლისი, 2026