სპორტი
მსოფლიო თასის 1/16 ფინალში კოლუმბიამ განა 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი ჯონ არიასმა გაიტანა. კოლუმბიელთა გამარჯვება განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რადგან მათ განას მწვრთნელ კარლუშ კეირუშს შური იძიეს, რომელთანაც წარსულში ურთიერთობა დაეძაბათ. კოლუმბიამ ტრადიციულად სანახაობრივი და ტექნიკური ფეხბურთი აჩვენა.
4 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჯგუფურად, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი 56 000 ლარზე მეტი ღირებულების უაქციზო სიგარეტს გადაჰქონდათ.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
მონაკოში მომხდარი აფეთქებიდან ოთხი დღის შემდეგ, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა, სამართალდამცავებმა დაგეგმილი თავდასხმის ახალი, შოკისმომგვრელი დეტალები გაასაჯაროვეს. გამოძიების ფოკუსში 39 წლის ანასტასია ბერეზოვსკაა, რომელსაც ბრალად ედება ასაფეთქებელი მოწყობილობით სავსე ჩანთის დატოვება იმ ფეშენებელურ საცხოვრებელ კომპლექსთან, სადაც 58 წლის უკრაინელი ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი იმყოფებოდა. თავდასხმა ორშაბათს, ადგილობრივი დროით ზუსტად 20:58 საათზე მოხდა. დისტანციური მართვის მოწყობილობა მაშინ აამოქმედეს, როდესაც სამიზნე ობიექტები შენობას მიუახლოვდნენ. აფეთქების შედეგად ერმოლაევი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო მისი სავარაუდო საყვარელი, ანა, სიცოცხლისთვის იბრძვის - მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.
4 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, მაშველებმა ცხრასართულიანი შენობის ნანგრევებიდან კაცი ცოცხალი ამოიყვანეს. 70-საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, 40-წლამდე ჰერნან ალბერტო ხილ ფლორესი, რომელიც დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სპეციალისტები ამ ფაქტს „სასწაულს“ უწოდებენ, რადგან მიწისძვრიდან შვიდი დღის შემდეგ გადარჩენის შემთხვევები პრაქტიკულად შეუძლებელია.
4 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში არგენტინამ კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. ლიონელ მესიმ ტურნირზე გატანილი მეშვიდე გოლით არგენტინა დააწინაურა, თუმცა კაბო-ვერდემ ანგარიში გაათანაბრა. დამატებით დროში არგენტინამ გაიმარჯვა, მესიმ კი რამდენიმე რეკორდი დაამყარა.
4 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დასაკავებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს. მან აღნიშნა, რომ ძალები აღიდგინა და მზად არის ახალი გამოწვევებისთვის, თუმცა მოლაპარაკებებს დრო დასჭირდება.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
4 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
4 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიში მოუწოდებს თბილისს, გადახედოს 2025 წელს სადავო კანონებში მიღებულ ცვლილებებს და 2024-2025 წლების საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების შესახებ სწრაფი, დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიება ჩაატაროს.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე რიგი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მოვლენები, რამაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
4 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
4 ივლისი, 2026