განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
პოლიტიკა

„საპრეზიდენტო არჩევნები“ ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს გაიმართება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.

4 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისარიატმა ასევე აღნიშნა შეშფოთება სამოქალაქო სივრცის შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების ტენდენციაზე.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან აღარ დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სწავლება მეორე კლასიდან დაიწყება. ამასთან, გაძლიერდება ინგლისური ენის სწავლება მე-10 კლასში, გაიზრდება საათობრივი ბადე.

4 ივლისი, 2026
სპორტი

კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა

ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.

4 ივლისი, 2026
სპორტი

კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ, რეკორდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა. Opta-ს ცნობით, 1/16-ფინალური ეტაპის შემდეგ, პარიზელთა 8 ფეხბურთელს აქვს გატანილი გოლი მუნდიალზე. ეს შედეგი წინა რეკორდებს, რომელიც „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ეკუთვნოდათ, აჭარბებს.

4 ივლისი, 2026
სპორტი

კვარაცხელიას პსჟ რეკორდების დამყარებას განაგრძობს - ამჯერად ისტორიული შედეგი მუნდიალზე დააფიქსირეს

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ, რეკორდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამყარა. Opta-ს ცნობით, 1/16-ფინალური ეტაპის შემდეგ, პარიზელთა 8 ფეხბურთელს აქვს გატანილი გოლი მუნდიალზე. ეს შედეგი წინა რეკორდს, რომელიც „ბარსელონასა“ და „ბაიერნს“ ეკუთვნოდათ, აუმჯობესებს.

4 ივლისი, 2026
სამართალი

პატიმრობა შეეფარდა გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, გიორგი მალანიას, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობდა არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძვლები მისი დაკავებისა და პატიმრობის შეფარდებისთვის. პროკურატურის მტკიცებით, დაკავება გადაუდებელი აუცილებლობის ნიადაგზე მოხდა, რადგან ის მიმალვას აპირებდა.

4 ივლისი, 2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე ბრალდებულ გიორგი მალანიას პატიმრობა შეეფარდა

გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან გიორგი მალანია არასრულწლოვანია. მალანია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 1 ივლისს დააკავეს, თუმცა პროკურატურამ მას ბრალდება შეუცვალა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების მუხლით წარუდგინა.

4 ივლისი, 2026
მსოფლიო

პუტინისთვის შექმნილ სპეციალურ ტრიბუნალს ნიდერლანდები უმასპინძლებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით სპეციალურ ტრიბუნალს ნიდერლანდები უმასპინძლებს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მოლოდინით, სპეციალური ტრიბუნალი საქმიანობას მომავალ წელს დაიწყებს.

4 ივლისი, 2026
სპორტი

"ძალიან რთული მეტოქეა" - კაბო-ვერდე მესიმაც კი აღიარა

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში კაბო-ვერდე დამატებით დროში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ აფრიკული ნაკრები ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმაც აღიარა და კაბო-ვერდეს ძლიერი გუნდი უწოდა. მესიმ აღნიშნა, რომ კაბო-ვერდე ძალიან რთული მეტოქეა და შემთხვევითი არ არის, რომ მათ ესპანეთთან ან ურუგვაისთან არ წააგეს.

4 ივლისი, 2026