სპორტი
სატრანსფერო აკრძალვის მოხსნის შემდეგ ბათუმის "დინამომ" ახალი ფეხბურთელები დაიმატა. ლუქსემბურგის ნაკრების კაპიტანი, დირკ კარლსონი, რომელსაც 73 მატჩი აქვს ნაკრებში ჩატარებული, ბათუმელთა რიგებს 2027 წლის ბოლომდე შეუერთდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ბრაზილიელი ფორვარდის, მაურიდესის გადმოსვლაზე.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს და პატრონის გამოჩენას ელოდება. თუ ძაღლის მფლობელი 5 დღის ვადაში არ გამოცხადდება, ცხოველი გაჩუქდება.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან მსხვერპლი საქართველოში შეყვარებულმა მოტყუებით ჩამოიყვანა, მოგვიანებით კი მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა ნათესავმა მამაკაცმა აიღო.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირის, ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა მონტევიდეოში ურუგვაი 41:34 დაამარცხა. ჩვენი გუნდის მწვრთნელის პოსტზე პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი წარმატებული გამოდგა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკომ“ „სპორტინგთან“ გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. გამოცდილი შუახაზელი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისის ასტროლოგიური ფონი გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ახალი იდეების გენერირების ძლიერი იმპულსით. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს აქტიურ სოციალურ კავშირებს, ინტელექტუალურ გაცვლასა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებას. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ, რომ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯები სიახლეებისკენ და უარი ვთქვათ ძველ, შემზღუდველ ჩარჩოებზე.
5 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილმა ბათუმელებთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
5 ივლისი, 2026