სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილმა ბათუმელებთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა და კარიერას ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი დავით კერესელიძე გუნდის მიმდინარე მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. იგი აღნიშნავს, რომ სუპერთასის მოგება გუნდის სწორ გზაზე განვითარებას აჩვენებს, თუმცა დაცვაში დაშვებულ შეცდომებზეც ამახვილებს ყურადღებას. კერესელიძე ასევე ეხმიანება ტრანსფერებს, განსაკუთრებით ვირჯილ პინსონის მოყვანას, რომლის დამატებაზეც ორი წელია მუშაობდა.
5 ივლისი, 2026
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. თოშხუა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მინდია შერვაშიძე კი ციხეს რამდენიმე საათში დატოვებს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო მუშამ და ხელი დაკარგა. ადვოკატმა უსასყიდლოდ დაიცვა დაზარალებული, რის შემდეგაც მას ადვოკატთა ასოციაციამ ლიცენზია შეაჩერა. ჯანიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო ანგარიშსწორება და სისტემური ზეწოლა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორის „დილა“ ევროთასებისთვის ემზადება და გუნდს ახალი ფეხბურთელები უერთდებიან. კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ზურაბ ხორგუაშვილმა, გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, ბერძენი სპეციალისტის, დიამანტის ვავალისის შესახებ ისაუბრა. ასევე, დეტალურად განიხილა გუნდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ტრანსფერები.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში წერს, რომ თბილისში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს აზერბაიჯანელი ქალი, რომელიც შეყვარებულმა საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა. პატარაიას თქმით, ეს შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“. სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიერსი“ საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენას გეგმავს. რუმინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ამერიკული კლუბი მექვაბიშვილის სანაცვლოდ რუმინულ „უნივერსიტატიას“ 1,8 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. „ჩიკაგო ფაიერსი“ ასევე აპირებს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ზურიკო დავითაშვილი, რომელიც საფრანგეთის „სენტ-ეტიენში“ თამაშობს, ზაფხულში კლუბის შეცვლას გეგმავს. მისით „ბეშიქთაშსა“ და „ბენფიკას“ ინტერესი აქვთ, თუმცა ახლა პორტუგალიურ „სპორტინგსაც“ უკავშირებენ, სადაც მისი თანამემამულე გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობს. Central 90-ის ინფორმაციით, „სპორტინგმა“ „სენტ-ეტიენს“ უკვე მიმართა და დავითაშვილის ტრანსფერთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოითხოვა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილმა ბათუმელებთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
შიდა ქართლში, გორის ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო აცხადებს, რომ თუ პატრონი 5 დღის ვადაში არ გამოჩნდება, ძაღლი გაჩუქდება.
5 ივლისი, 2026