საზოგადოება
5 ივლისის ასტროლოგიური ფონი გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ახალი იდეების გენერირების ძლიერი იმპულსით. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს აქტიურ სოციალურ კავშირებს, ინტელექტუალურ გაცვლასა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებას. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ, რომ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯები სიახლეებისკენ და უარი ვთქვათ ძველ, შემზღუდველ ჩარჩოებზე.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ერთა თასის გათამაშების პირველი მატჩი ურუგვაის წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში 41:34 გაიმარჯვა. მასპინძლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს „ბორჯღალოსნებს“, თუმცა საბოლოოდ ქართველებმა უპირატესობა მოიპოვეს. მომდევნო შეხვედრა საქართველოს ნაკრები 11 ივლისს სამოასთან გამართავს.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვენესუელაში, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან 8 დღის განმავლობაში მოყოლილი მამაკაცი ცოცხალი გადაარჩინეს. მაშველებმა 100 საათზე მეტი იმუშავეს, რათა 140 ტონა ბეტონის ქვეშ მოყოლილი ერნან ხილი გამოეყვანათ. ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მას „ცოცხალი სასწაული“ უწოდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა, 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას მხოლოდ ერთი ფაქტორი აყოვნებს.
5 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაშლიჯვარში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. დანაშაული გაფორმებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ამერიკული MLS-ის ბინადარი „ჩიკაგო ფაიარსი“ დაინტერესებულია საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველის, ანზორ მექვაბიშვილის შეძენით. ამერიკული კლუბი რუმინულ „უნივერსიტატიას“ ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1,80 მილიონ ევროს სთავაზობს, ბონუსებით კი ტრანსფერის ღირებულება 2,2 მილიონ ევრომდე გაიზრდება. „ჩიკაგო“ ასევე უმიზნებს ლუკა მოდრიჩის ტრანსფერს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ესპანური გამოცემა As-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" "სპორტინგთან" გუნდის 27 წლის დანიელი კაპიტნის, მორტენ იულმანის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. იულმანი, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილის კონკურენტია, მზადაა 5+1 სისტემის კონტრაქტი გააფორმოს, თუმცა გარიგებას "სპორტინგის" მოთხოვნილი 60 მილიონი ევროს ნაცვლად "ატლეტიკოს" სურვილი, 45 მილიონის გადახდა აყოვნებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილსა და ბათუმელებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" 29 წლის ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი დაიბრუნა, რომელიც ამავე გუნდში თითქმის 3 სეზონის განმავლობაში თამაშობდა. ალთუნაშვილმა ბათუმელებთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გააფორმა. ის ბოლოს ირაელის წარმომადგენელ ჰაიფას "ჰაპოელის" ღირსებას იცავდა.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
5 ივლისი, 2026