პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. არჩევნების თარიღის დანიშვნა ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სერგეი კირიენკოს ვიზიტს დაემთხვა.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
გორულმა კლუბმა "დილამ" გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა. 30 წლის უკანახაზელი გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ "ალემანია აახენიდან" გადმოვიდა. გამოცდილ ფეხბურთელს კარიერის უმეტესი ნაწილი სამშობლოში, მესამე ბუნდესლიგაში აქვს გატარებული.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუღებს. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას და 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობის შექმნას.
5 ივლისი, 2026
სპორტი
"დილამ" გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა. 30 წლის უკანახაზელი გორულ კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ "ალემანია აახენიდან" შემოუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლას ახორციელებს. მისი თქმით, მას დუბაიდან შემოყვანილი ავტომობილების გაფორმებაში ხელს უშლიან, რადგან ეს კანონით აკრძალულია და კაცობაშიც არ ჯდება.
5 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. პარაგვაის ნაკრები, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში იაფფასიან პროვოკაციებს სჩადიოდა, მშვენივრად ხვდებოდა, რომ სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდა.
5 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო რაგბის ერთა თასის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ურუგვაის ნაკრები 41:34 დაამარცხა. ეს იყო პიერ-ანრი ბრონკანის დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე. მატჩში ლელოები გაიტანეს მატკავამ, სუთიძემ, ჯალაღონიამ და ალანიამ.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. საუბრისას პრეზიდენტები უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს შეეხნენ, მათ შორის ტრამპის ნატოს სამიტში მონაწილეობის გეგმების კონტექსტში. პუტინმა ასევე ისაუბრა „პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების უპირატესობაზე“, თუმცა „რუსეთის პრინციპული მიდგომების“ გათვალისწინებით.
5 ივლისი, 2026