← მთავარი
სპორტი

[რაგბი. შვიდკაცა] მერვე ადგილი ჰამბურგში | Lelo.Ge

5 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[რაგბი. შვიდკაცა] მერვე ადგილი ჰამბურგში | Lelo.Ge

საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა, რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე, რომელიც ჰამბურგში გაიმართა მერვე ადგილი დაიკავა. არადა, ჩვენმა გუნდმა ჯგუფში სამი თამაშიდან სამივე მოიგო და პირველობა არავის დაუთმო. ამის შემდეგ კი, პლეი ოფის ყველა მატჩი წააგო.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ჯერ ბელგია დაამარცხა 14:12, მერე კი, იტალიას სძლია 26:19. ორივე მატჩში საქართველოს ნაკრები აგებდა და მატჩის სათავისოდ შემობრუნება შეძლო. ბოლო, მესამე მატჩში, ლიეტუვა 5:0 დავამარცხეთ.

პირველი ადგილისთვის მეოთხედფინალში მეტოქე ისევ ჯგუფში მესამე ადგილზე გასული იტალია იყო. სამწუხაროდ, ამჯერად, 17:19 დავმარცხდით. საგულისხმოა, რომ ჩვენს ჯგუფში მეორე და მესამე ადგილზე გასული ბელგია და იტალია ნახევარფინალში გავიდა ანუ საუკეთესო ოთხეულში მოხვდა.

მეხუთე ადგილისთვის ნახევარფინალში ესპანეთს დავუპირისპირდით. აქაც ბრძოლა დაძაბული გამოდგა. გუნდებმა ორ-ორი ლელო გაიტანეს. ჩვენ ერთი ვერ გარდავსახეთ და 12:14 დავმარცხდით.

მე-7 ადგილისთვის მატჩში კი, მეტოქე დიდი ბრიტანეთი იყო. ძირითადი დრო 12:12 დასრულდა. დამატებით დროში კი, კაცნაკლულნი დავრჩით და ბრიტანელებმა ლელო გაგვიტანეს - 17:12.

← მთავარი