სპორტი
„ნაპოლის“ ვეტერანი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის. ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მას გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს. დე ბრუინს „ნაპოლისთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაიან შერკიმ პარაგვაისთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მსაჯის გადაწყვეტილებები გაუგებარი იყო. შერკიმ ასევე ხაზი გაუსვა გუნდის ბრძოლისუნარიანობას და განაცხადა, რომ მეოთხედფინალში გასვლა წარმოუდგენელი შედეგია.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფორვარდი, მაურიდეს როკე ჟუნიორი, ანუ მაურიდესი, ოფიციალურად წარადგინა. 32 წლის ფეხბურთელმა აჭარულ კლუბთან 2027 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის გახანგრძლივების პერსპექტივითაც კიდევ ერთი წლით არის გათვალისწინებული. მაურიდესი ბათუმში პოლონური კლუბ "რადომიაკიდან" გადმოვიდა, მანამდე კი უნგრულ "დებრეცენსა" და გერმანულ "სანკტ პაულიში" უთამაშია.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1-იდან 25 ივნისამდე რუსეთში ბელარუსიდან 141 ათასი ტონის ოდენობის საწვავი შევიდა, რაც მთლიანად მაისის იმპორტზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტია. ექსპერტების აზრით, ბელარუსიდან იმპორტირებული ბენზინის მოცულობის ზრდა რუსულ საწვავის ბაზარზე ვითარებას გააუმჯობესებს, თუმცა ბენზინის დეფიციტს სრულად ვერ დაფარავს.
5 ივლისი, 2026
მსოფლიო
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთში ბელარუსიდან ბენზინის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1-იდან 25 ივნისამდე რუსეთში ბელარუსიდან 141 ათასი ტონის ოდენობის საწვავი შევიდა, რაც მთლიანად მაისის იმპორტზე დაახლოებით 2.4-ჯერ მეტია. ექსპერტების აზრით, ბელარუსიდან იმპორტირებული ბენზინის მოცულობის ზრდა რუსულ საწვავის ბაზარზე ვითარებას გააუმჯობესებს, თუმცა ბენზინის დეფიციტს სრულად ვერ დაფარავს.
5 ივლისი, 2026
პოლიტიკა
უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები.
5 ივლისი, 2026
სპორტი
ინგლისის ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" ყოფილმა მეკარემ, ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის მატჩი შეაფასა. ჰარტი გაკვირვებულია პარაგვაის უხეში თამაშითა და მსაჯის გადაწყვეტილებებით. მისი აზრით, ეს იყო ფეხბურთის დაცინვა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
ავტოიმპორტიორი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია აცხადებს, რომ ხელისუფლება ბიზნესის გარკვეულ წარმომადგენლებს ლობირებს და ავტობიზნესში ზეწოლასა და ხელის შეშლაზე საუბრობს. მისი თქმით, მთავრობა ბიზნესმენებს უკანონო და არაკაცურ დავალებებს აძლევს, რის შესრულებაზეც უარს ამბობს.
5 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაიან შერკიმ პარაგვაისთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მსაჯის გადაწყვეტილებები გაუგებარი იყო. შერკი ასევე ამბობს, რომ სათადარიგოთა სკამიდან თამაშის ყურება უფრო რთული იყო, ვიდრე მოედანზე ყოფნა.
5 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო სამომხმარებლო ფასები წინა თვესთან შედარებით 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.
5 ივლისი, 2026