პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ქუთაისის "ტორპედო" ახალი ფეხბურთელით, ბულგარელი მცველით, მატეო სტამატოვით გაძლიერდა. 27 წლის ფეხბურთელი მანამდე სოფიას "სეპტემვრის" ღირებას იცავდა. ასევე, დანიური "ვეილედან" წამოსული ლუკა ლაცაბიძეც ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
აშშ-ის ნაკრების ლიდერი, ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც ბოსნიასთან მატჩში გააძევეს, ბელგიასთან მერვედფინალურ შეხვედრაში ითამაშებს. ფიფა-მ გამოიყენა კოდექსის 27-ე მუხლი, რომელიც უფლებას იძლევა, გამოსაცდელი ვადით, სრულად ან ნაწილობრივ, შეჩერდეს მოედანზე მიღებული სადისციპლინო ზომის აღსრულება. კომიტეტმა აღნიშნა, რომ "მატჩის გამოტოვების სასჯელის აღსრულება შეჩერებულია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით".
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს და ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოების შესაძლებლობა ექნება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფორვარდი, მაურიდეს როკე ჟუნიორი, იგივე მაურიდესი, ოფიციალურად წარადგინა. 32 წლის ფეხბურთელმა აჭარულ კლუბთან 2027 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, მომდევნო წელს მისი გახანგრძლივების პერსპექტივით. მაურიდესი ბათუმში პოლონური "რადომიაკიდან" გადმოვიდა, მანამდე კი უნგრულ "დებრეცენსა" და გერმანულ "სანკტ პაულიში" უთამაშია.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის 42-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის დაგროვება სახელდება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი-ოფის სამივე შეხვედრა ბრძოლაში დათმო. გუნდი მეორე ეტაპზე ხორვატიაში, სპლიტში ითამაშებს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში პარაგვაი 1:0 დაამარცხა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარაგვაელთა მეკარეს, ორლანდო ხილს მბაპესთვის ხელის ჩამორთმევა სურდა, მაგრამ კილიანმა ყურადღება არ მიაქცია. როგორც ჩანს, მეკარეს ეს მომენტი არ დავიწყებია და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა. ის დონეცკის "შახტარიდან" ერთწლიანი იჯარით შეუერთდა კლუბს. ლაცაბიძეს მანამდეც მრავალფეროვანი კარიერა ჰქონდა, მათ შორის თბილისის "დინამო", ოდესის "ჩერნომორეცი" და დანიური "ვეილე".
6 ივლისი, 2026
სპორტი
"დილამ" გერმანელი მცველი ლამარ იარბროუგი დაიმატა. 30 წლის უკანახაზელი გორულ კლუბს გერმანიის მესამე ბუნდესლიგის კლუბ "ალემანია აახენიდან" შემოუერთდა. გამოცდილ უკანახაზელს მთელი კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული.
6 ივლისი, 2026