მსოფლიო
ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. პრეზიდენტებმა უკრაინის კონფლიქტზე, ნატოს სამიტზე და რუსეთ-აშშ-ის თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. საუბარი 1 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. პარაგვაის ნაკრები, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში იაფფასიან პროვოკაციებს სჩადიოდა, სუფთა ფეხბურთში საფრანგეთს ვერ აჯობებდა.
6 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ სკანდალურ საქმეზე, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო მუშამ და ხელი დაკარგა. ადვოკატმა, რომელიც უსასყიდლოდ ჩაერთო საქმეში, კომპანია სასამართლოში უჩივლა და ქონება დაუყადაღა. ამის შემდეგ, მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ მას ლიცენზია შეაჩერებინა ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ლაშა ჭაღიაშვილმა, რომელიც თბილისის „დინამოს“ აკადემიის დატოვების შემდეგ ყირგიზეთის ჩემპიონ „ბარსში“ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის პრობლემებზე. მისი თქმით, ყირგიზეთში ქართველი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მასობრივი მიზიდვის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა, სტაბილური დაფინანსება და უკეთესი სამუშაო პირობებია. ჭაღიაშვილი მიიჩნევს, რომ ქართულ ფეხბურთს სჭირდება ფინანსური სტაბილურობა, გრძელვადიანი გეგმები, სწორი სელექცია, მეთოდოლოგია და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში, ყაველაშვილმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან, სადაც სამძიმარი გამოხატა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს სადავო კანონებში მიღებულ ცვლილებებს და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების შესახებ გამოძიება ჩაატაროს. კომისრის ოფისმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე რიგი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მოვლენები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ მედიაში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან მსხვერპლი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა და შემდეგ ნათესავმა მამაკაცმა იკისრა მასზე ზრუნვა. მოგვიანებით, ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 7-კაცა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი-ოფის სამივე შეხვედრა ბრძოლაში დათმო. გუნდი მეორე ეტაპზე ხორვატიაში, სპლიტში ითამაშებს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
5 ივლისის ასტროლოგიური ფონი გამოირჩევა მზარდი დინამიკითა და ახალი იდეების გენერირების ძლიერი იმპულსით. დღევანდელი პლანეტარული განლაგება ხელს უწყობს აქტიურ სოციალურ კავშირებს, ინტელექტუალურ გაცვლასა და შემოქმედებითი ჩანაფიქრების რეალიზებას. კოსმოსური ვიბრაციები გვიბიძგებენ, რომ უშიშრად გადავდგათ ნაბიჯები სიახლეებისკენ და უარი ვთქვათ ძველ, შემზღუდველ ჩარჩოებზე.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან 250-ე წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მილუოკში, ლოს-ანჯელესში, ბოსტონსა და ნიუ-იორკში, ქუჩის წვეულებები, კონცერტები და ფეიერვერკებია დაგეგმილი. თუმცა, მაღალი ტემპერატურის გამო, აღმოსავლეთ სანაპიროზე ზოგიერთი აქტივობა შეიცვალა, ხოლო ვაშინგტონში დამოუკიდებლობის დღის ეროვნული აღლუმი სრულად გაუქმდა.
6 ივლისი, 2026