განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] ვაჟებში სრულად, გოგონებში სამეულით...

20-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი 6-12 ივლისს სკოპიეში გაიმართება. საქართველო სამივე დისციპლინაში წარსდგება, თუმცა ვაჟებისგან განსხვავებით, გოგონათა ნაკრები მხოლოდ სამი მონაწილით იასპარეზებს. შარშანდელმა წარმატებებმა გუნდებს მაღალი მიზნები დაუსახა.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] შენგელიას და რიდის 69 ქულა - საქართველოს ნაკრებმა გმირული თამაშით ესპანეთს 22 ქულა ამოუქაჩა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი 91:89 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ 37 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშის სტატუსი მოიპოვა, რიდმა კი 32 ქულა დააგროვა.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი. ერთა ჩემპიონატი] ჩვენი მომავალი მეტოქე იაპონიასთან დამარცხდა | Lelo.Ge

ერთა ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც მსოფლიოს 12 საუკეთესო ნაკრები მონაწილეობს. ევროპისა და სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებმა თითოეულმა სამი მატჩი მოიგო. საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ, იტალიამ, იაპონიასთან 10:27 წააგო.

6 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] პარაგვაი 0:1 საფრანგეთი. "მამლები" გაილახნენ და გავიდნენ, ანუ როცა მბაპე მესის ტოლია...

კილიან მბაპეს მიერ ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანი და საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ფრანგებმა 90-წუთიანი ომი გამოიარეს და მიუხედავად იმისა, რომ მათ არ გამოუვიდათ ძველებურად მსუბუქი და შედეგიანი თამაში, მაინც დამსახურებულად იმარჯვეს. პარაგვაიმ, რომელიც მთელი შეხვედრის განმავლობაში იაფფასიან პროვოკაციებს სჩადიოდა, ვერ მოახერხა სენსაციის შექმნა.

6 ივლისი, 2026
სამართალი

„მოდუსის“ სკანდალური საქმე - „რატომ ვერ გიცავენ ადვოკატები საქართველოში? — ჩემი დაუსრულებელი ბრძოლა სისტემასთან“

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმედ დაშავებული მუშის დაცვისას საკუთარი ლიცენზია დაკარგა. მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე შეაჩერა ლიცენზია, რათა გავლენიანი ბიზნესინტერესები დაეცვა. ადვოკატი აცხადებს, რომ ეს არის სისტემური დევნა და საქმე საერთაშორისო დონეზეა გატანილი.

6 ივლისი, 2026
სპორტი

ყირგიზეთში წასული მწვრთნელი ლაშა ჭაღიაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე: "სწორი სელექცია, მეთოდოლოგია, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და კიდევ ბევრი რამ გვჭირდება"

ლაშა ჭაღიაშვილმა, რომელიც თბილისის „დინამოს“ აკადემიის დატოვების შემდეგ ყირგიზეთის ჩემპიონ „ბარსში“ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, ისაუბრა ქართული ფეხბურთის პრობლემებზე. მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება სწორი სელექცია, მეთოდოლოგია, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და სტაბილური დაფინანსება.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2026 წლის ივნისში წლიური ინფლაცია 5.8% იყო, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასები 0.1%-ით გაიზარდა. წლიური ინფლაციის ზრდაზე ძირითადი გავლენა იქონია ტრანსპორტის, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების, სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და აირის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ჯანმრთელობის დაცვის ფასების ზრდამ. კავშირგაბმულობის ფასები კი შემცირდა.

6 ივლისი, 2026
პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებული კანონები და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. კომისრის ოფისმა აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პოლიტიკური მოვლენები ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

6 ივლისი, 2026
საზოგადოება

ბაია პატარაიას ინფორმაციით, აზერბაიჯანელი ქალი თბილისში ‘ფემიციდს’ ემსხვერპლა

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. მისი თქმით, მსხვერპლი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა, თუმცა მოგვიანებით მასზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა ნათესავმა მამაკაცმა აიღო. პატარაია ამ შემთხვევას „შემზარავ ფემიციდს“ უწოდებს.

6 ივლისი, 2026
სპორტი

7-კაცა | მე-8 ადგილი ჰამბურგში

საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჰამბურგის ეტაპი მე-8 ადგილზე დაასრულა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშის მოგების შემდეგ, ფლეი-ოფის ყველა შეხვედრა დათმო. მომდევნო ეტაპი ხორვატიაში გაიმართება.

6 ივლისი, 2026