პოლიტიკა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევითი ოპერაციები ბრძოლის ველზე თითქმის არანაირ შედეგს არ იძლევა, ხოლო უკრაინის წარმატებები ქმნის საჭირო პირობებს ომის დასასრულებლად. მისი თქმით, დრონებისა და თანამედროვე სათვალთვალო ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი გამოყენების ფონზე, უკრაინისთვის უფრო გონივრული იყო პოზიციების შენარჩუნება და რუსეთის გამოფიტვა, ვიდრე ძვირად ღირებული შეტევითი ოპერაციების წამოწყება. ტრამპის გუნდი მიიჩნევს, რომ უკრაინამ მაქსიმალური ფოკუსი თავდაცვაზე უნდა გადაიტანოს, მოლაპარაკებების პარალელურად.
6 ივლისი, 2026
სპორტი
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ნორვეგიის ნაკრებმა ერლინგ ჰოლანის დუბლით ბრაზილიას 2:1 სძლია. "სიტის" 25 წლის ფორვარდისთვის ეს მუნდიალი სადებიუტოა და მან უკვე 7 გოლი გაიტანა, რითიც 1974 წელს პოლონელი გრეგორჟ ლატოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუ ჰოლანი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მეტოქის კარს მინიმუმ ერთხელ კიდევ აიღებს, ის სადებიუტო მუნდიალზე ყველაზე მეტი გოლი გამტანი ფეხბურთელი გახდება.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
1 სექტემბრიდან საქართველოში ავტომობილების ხმაურის დონეს სპეციალური აპარატებით შეამოწმებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში არსებული მოწყობილობებით განახორციელებენ შემოწმებას. დადგენილი ნორმების გადამეტების შემთხვევაში, მძღოლებს ჯარიმები და მართვის მოწმობის ქულების დაკლება ემუქრებათ.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„ბოსტონ სელტიქსი“ „ფილადელფია სიქსერზს“ მოელაპარაკა ფორვარდ ჯეილენ ბრაუნის გადასვლაზე. სანაცვლოდ „სელტიქსი“ მიიღებს ფორვარდ პოლ ჯორჯს, დრაფტის პირველ რაუნდში ორ არჩევანს და მეორე რაუნდში ორ არჩევანს. ჯეილენ ბრაუნი უკმაყოფილო იყო მის მიმართ „ბოსტონის“ ხელმძღვანელობის დამოკიდებულებით, რადგან ფორვარდის ჩართვა სურდათ იანის ანტეტოკუნმპოს სავარაუდო ტრეიდში.
6 ივლისი, 2026
სპორტი
თურქული გუნდები "ბეშიქთაში" და "ფენერბაჰჩე" "ნაპოლის" 33 წლის ბელგიელი ფორვარდის რომელუ ლუკაკუს გადაბირებით არიან დაინტერესებულნი. "პარტენოპეი" მზადაა, გუნდის თავდამსხმელს, რომელთანაც ბოლო პერიოდში ურთიერთობა გაუფუჭდათ, 10 მილიონ ევროდ შეელიოს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
24 წლის ქართველმა მცველმა საბა საზონოვმა, რომელსაც "ტორინოსთან" კონტრაქტი ამოეწურა, სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს დაემშვიდობა. მის პოსტში ერთმა მონაკვეთმა დიდი ხმაური გამოიწვია, სადაც ის აშკარად მიანიშნებს, რომ პრობლემის მიზეზი გუნდის ხელმძღვანელობა ან სამწვრთნელო შტაბია.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ ჟენევაში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში მოისმინა. ანგარიშში თბილისს მოუწოდებენ, გადახედოს 2025 წელს მიღებულ სადავო კანონებს და საპროტესტო აქციების დროს ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევებზე გამოძიება ჩაატაროს. ასევე, აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომა არ მიეცათ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესდა.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მართავს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
დედოფლისწყაროში სკუტერით გადაადგილებისას მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა, რა დროსაც გზაჯვარედინზე ავტომობილი დაეჯახა ორ მოზარდს, რომლებიც სკუტერით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთი მოზარდი მძიმედ დაშავდა და მიუხედავად ჩატარებული ოპერაციისა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
6 ივლისი, 2026
მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის 20-ზე მეტ რეგიონსა და ოკუპირებულ ყირიმში 519 უკრაინული დრონი უვნებელყვეს. იაროსლავლის ოლქში დრონმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მიიტანა იერიში, ხოლო ლენინგრადის ოლქში დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. დრონების იერიშის შედეგად ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა სევასტოპოლი.
6 ივლისი, 2026