განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი. U20] კრახი დებიუტშივე | Lelo.Ge

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 7 ივლისს ჩემპიონატში მონაწილეობას მეორე ხუთეული მიიღებს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მან განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

7 ივლისი, 2026
საზოგადოება

კახეთში საფრთხის დონე მაღალია - დღეიდან 9 ივლისამდე აღმ. საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

ყველა დროის რეკორდი - ვინ გაუტანს გოლს ესპანეთს?

ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მუნდიალის მერვედფინალში პორტუგალიას 1:0 სძლია და ყველა დროის რეკორდსმენი ნაკრები გახდა. „ფურია როხა“ მსოფლიო ჩემპიონატზე გოლს უკვე ზედიზედ 6 შეხვედრაა არ უშვებს, რაც ამ ტურნირის ეგიდით საუკეთესო მაჩვენებელია. ესპანელების „მშრალი კარი“ 2022 წლის მუნდიალის მერვედფინალიდან იწყება, სადაც მათ მაროკოსთან მატჩში ბურთი არ გაუშვეს, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

7 ივლისი, 2026
პოლიტიკა

"რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება" — ლევან მახაშვილი ეუთოს რეზოლუციაზე

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა, რომ რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება და მისი სრულად უარყოფა ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა. მან ასევე გააკრიტიკა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი პროექტი, რომელიც, მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო ბრალდებებს იმეორებს და ეუთო-ს პრინციპებს აზიანებს.

7 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

7 ივლისი, 2026
სპორტი

ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადადგა. მარტინესმა განაცხადა, რომ პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვიდა და გამარჯვების გარეშე მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

7 ივლისი, 2026
მსოფლიო

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა: დედაქალაქზე რუსეთის თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. რუსეთის მიერ 6 ივლისს განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, ათობით კი დაშავდა. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მძიმედ დაზიანდა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

[ოფიციალურად] "დრიბლინგებით და სისწრაფით გამორჩეული"... ბათუმის "დინამოს" ბრაზილიელი გარემარბი შეუერთდა | Lelo.Ge

ბათუმის "დინამომ" 27 წლის ბრაზილიელი გარემარბი, პაულო ვიტორი დაიმატა. ფეხბურთელმა ზღვისპირულ კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ვიტორი, რომელიც ცნობილია სისწრაფითა და დრიბლინგებით, "ვასკო და გამას" აღზრდილია და მანამდე პორტუგალიურ "პორტიმონენსეში" თამაშობდა.

7 ივლისი, 2026
სპორტი

შეთანხმება მიღწეულია - აკლიუში კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

RMC Sport-ის ინფორმაციით, პსჟ-მ "მონაკოს" 24 წლის შემტევ მაგნეს აკლიუშთან საბოლოოდ კონტრაქტის ყველა დეტალი შეათანხმა. პარიზული კლუბი ფეხბურთელში 50 მილიონ ევროს გადაიხდის და 5-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

7 ივლისი, 2026