მსოფლიო
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევს იერიში მიიტანა, რასაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 46 ადამიანი, რომელთაგან 27 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის სამი ბავშვი. ნგრევა და დაზიანებები დაფიქსირდა ქალაქის ოთხ რაიონში, განსაკუთრებით პოდოლსკის რაიონში.
7 ივლისი, 2026
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მონაწილეებმა ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს ღია წერილით მიმართეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები, არ აღდგება ქვეყნის ევროპული კურსი და არ ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და ევროინტეგრაცია ქვეყნის საყოველთაო არჩევანია.
7 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
ბელგიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. გუნდმა ყველა კომპონენტში აჯობა აშშ-ს. მწვრთნელმა რუდი გარსიამ სამი ლიდერი, დე ბრუინი, დოკუ და ლუკაკუ, სათადარიგოთა სკამზე დატოვა, რამაც გაამართლა. თამაშის გმირი შარლ დე კეტელერი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
7 ივლისი, 2026
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივლისის დღის ბოლოდან 9 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. კახეთის რეგიონში მოსალოდნელია ძალიან ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება, რამაც შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
7 ივლისი, 2026
მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საკითხთა პრესსპიკერი, ანიტა ჰიპერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებას გამოეხმაურა. ჰიპერმა უარყო ბელარუსული და რუსული რეჟიმების ბრალდება, რომ ევროკავშირი ბელარუსს რუსეთ-უკრაინის ომში ითრევს და აღნიშნა, რომ ეს ისტორიის გადაწერის მცდელობაა.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 7 ივლისს ჩემპიონატში მონაწილეობას მეორე ხუთეული მიიღებს.
7 ივლისი, 2026
სპორტი
მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველმა სპორმენებმა არასახარბიელო სტარტი აიღეს. ხუთივე ქართველმა ფალავანმა ნაადრევად დაასრულა ასპარეზობა და მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. 55 კგ-ში კობა ქარუმიძე, 63 კგ-ში გიორგი ჭიკაიძე, 77 კგ-ში გიორგი გოგელაშვილი, 87 კგ-ში ლუკა კოჩალიძე და 97 კგ-ში საბა ფურცელაძე დამარცხდნენ.
7 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ სასამართლოში გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
7 ივლისი, 2026