განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგის სასამართლოში საიას ე.წ. FARA-ს საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სტრასბურგის სასამართლოში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ ე.წ. Fara-ს საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვება. საია აცხადებს, რომ სასამართლომ კომისრის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. საქმე ეხება „ქართული FARA-ს“ გავლენას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობაზე.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

"გაყარეთ მაროკოელები ევროპიდან უკან აფრიკის უდაბნოში" - ნიდერლანდელი დეპუტატი აღშფოთებულია

მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოს ნაკრების დამარცხების შემდეგ, მისმა გულშემატკივრებმა ნიდერლანდების ქალაქებში არეულობა მოაწყვეს. ამ ფაქტს ნიდერლანდების პარლამენტის დეპუტატი გერტ ვილდერსი გამოეხმაურა და მაროკოელების ევროპიდან გაძევება მოითხოვა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

"დილას" მწვრთნელი: ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ - ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის

„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ვირტუსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ, შედეგი უფრო მნიშვნელოვანი იყო. ვავალისმა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ეზოში ხმაურის გამო, მეზობელმა სკოლის მოსწავლე დაჭრა

ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

11 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია! გარეთ სანქცია! ალტერნატივა! - ნიკა გვარამია

„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ოპოზიციის სტრატეგიას სოციალურ ქსელში აანალიზებს და აცხადებს, რომ ერთიანობისა და ალტერნატივის გარეშე ოპოზიცია სამივე მიმართულებით მარცხდება. მისი თქმით, ერთიანობა და ალტერნატივა საზოგადოების მთავარი მოთხოვნაა და პროტესტის წინაპირობა, რაც 26 მაისის აქციამაც დაადასტურა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] გაჭირვების ტალკვესია - ესპანეთი მომდევნო ეტაპზე ისევ შეცვლაზე შესულმა მერინომ გაიყვანა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ბელგია 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩის ბედი შეცვლაზე შესულმა მერინომ გადაწყვიტა, რომელმაც გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანა. ესპანეთი ნახევარფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

11 ივლისი, 2026
სამართალი

„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის“ ფაქტზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

უარი 50 მილიონზე - ვემბანიამამ "სპურსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„სან ანტონიო სპურსის“ ლიდერმა ვიქტორ ვემბანიამამ კლუბთან ხუთწლიანი, 252-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა. მან უარი თქვა ე.წ. „სუპერმაქსის“ პირობაზე, რითაც დაახლოებით 50 მილიონ დოლარზე თქვა უარი, რათა გუნდს მეტი მოქნილობა ჰქონდეს. ახალი ხელშეკრულება 2027/28 წლების სეზონიდან შევა ძალაში.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თუმცა მთავარი დაბრკოლება ფინანსებია - ახალი კვლევა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს მიზნებად რჩება. თუმცა, არსებული ფინანსური და სოციალური პირობები ხშირად ამ გეგმების განხორციელებას აფერხებს, რაც დემოგრაფიულ ნაპრალს ქმნის.

11 ივლისი, 2026
მსოფლიო

სტუბი: ჩინეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ატომურ იარაღს

ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის განცხადებით, ჩინეთი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ატომურ იარაღს არ გამოიყენებს, მაშინაც კი, თუკი ვითარება მისთვის არასახარბიელოდ განვითარდება. მან ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. სტუბმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას კვლავ ესაჭიროება დასავლეთის დახმარება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების კუთხით.

11 ივლისი, 2026