განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
მსოფლიო

Bloomberg: ნატოს სურს, ევროპაში გააფართოოს სამხედრო მილსადენების ქსელი

Bloomberg-ის ინფორმაციით, ნატოს წევრები ევროპასა და თურქეთში სამხედრო საწვავის მილსადენების ქსელის გაფართოებაზე შეთანხმებას უახლოვდებიან. ეს პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ საზღვრებთან პოტენციური სამხედრო ოპერაციების მხარდასაჭერად ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, რადგან ამჟამად აღმოსავლეთ ფლანგზე საწვავის ტრანსპორტირება ძირითადად საავტომობილო და სარკინიგზო გზებით ხდება, რაც უფრო დაუცველია. პროექტის სავარაუდო ღირებულება 30 მილიარდი დოლარია.

8 ივლისი, 2026
სპორტი

"ბოდიში მომიხადოს და ფრთხილად იყოს" - პარაგვაელმა სენატორმა მბაპეს პასუხი დაუბრუნა

პარაგვაის სენატორმა, სელესტა ამარილიამ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელ კილიან მბაპეს მორიგი პასუხი გასცა. მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაის მთავრობამ მბაპესთან დაკავშირებით სენატორის განცხადება ოფიციალურად გააპროტესტა და ბოდიში მოიხადა, ამარილია კვლავ მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და მბაპეს მოუწოდებს, რომ საკუთარ განცხადებებზე დაფიქრდეს და მას ბოდიში მოუხადოს.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა - შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც

უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს. აეროპორტის ტექნიკური ჯგუფი პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

[სასტენდო სროლა. მსოფლიო თასი] ჩვენებიდან საუკეთესო შედეგი სტარცევს ჰქონდა...

იტალიის ქალაქ ლონატოში დასრულდა მრგვალ სტენდზე სროლის მსოფლიო თასის გათამაშება, რომელშიც საქართველოს 5 წარმომადგენელი მონაწილეობდა. ვაჟთა შორის საუკეთესო შედეგი იაროსლავ სტარცევმა აჩვენა, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 121 ქულა დააგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა. ქალთა შორის კი ელიზავეტა ბოიარშინოვამ იასპარეზა და 111 ქულით 50-ე პოზიცია დაიმკვიდრა.

8 ივლისი, 2026
პოლიტიკა

განის სოჰუმი და ოკუპირებული სოხუმი "დაძმობილდნენ" - რას ეძებენ განელები ოკუპირებულ რეგიონში

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.

8 ივლისი, 2026
სპორტი

რომარიო: რონალდო მესის ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ კრიშტიანო რონალდოს როლზე ისაუბრა. მისი თქმით, რონალდო მესის, მარადონას, ნეიმარის და რონალდინიოს ტალანტით არ დაბადებულა, თუმცა მონსტრია და პელეს, მესის, მარადონას, რომარიოსა და რონალდოს თანაბარ დონეზე დგას.

8 ივლისი, 2026
საზოგადოება

მარიჯანის N4-ში „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, კომპანია კი, რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს - კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ მარიჯანის ქუჩის N4-ში მომხდარი ფერდის ჩამოშლის ფაქტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნულ მისამართზე „ცენტრ პოინტის“ დაუსრულებელი მშენებლობა იყო, ხოლო ამჟამად სამუშაოებს კომპანია „დექსთ დორი“ აწარმოებს, რომელიც დაზარალებულმა ოჯახებმა თავად შეარჩიეს. მერმა ხაზი გაუსვა, რომ მერიას არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა დაზარალებულთა დასახმარებლად ნაბიჯები გადადგა.

8 ივლისი, 2026
სამართალი

ბაჩო ახალაიას „ივანიშვილის დამხობის“ შესახებ განცხადებისთვის 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.

8 ივლისი, 2026
სპორტი

საქართველოს U20 ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ბრატისლავაში გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მონაწილეობის მისაღებად სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაემგზავრა. ტურნირი 10-19 ივლისს გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრები B ჯგუფში უკრაინას, შვეიცარიას, ლუქსემბურგს და ესტონეთს დაუპირისპირდება.

8 ივლისი, 2026
მსოფლიო

ანკარის სამიტზე ნატომ კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა

ანკარის სამიტის დასასრულს, ნატოს წევრმა ქვეყნებმა დაადასტურეს უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა და 2026 წლისთვის 70 მილიარდი ევროს გამოყოფა იარაღის მიწოდებისთვის, სამხედრო დახმარებისა და წვრთნებისთვის. დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინის წვლილი ევროატლანტიკური არეალის უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ინარჩუნებენ ურყევ მხარდაჭერას მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

8 ივლისი, 2026