პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გლობალურ დიალოგს დაესწრო და სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის განვითარების გავლენას გაეროს მუშაობის სამივე საყრდენზე და გააფრთხილა მისი არასწორი გამოყენების რისკების შესახებ. ყაველაშვილმა საერთაშორისო თანამშრომლობისკენ მოუწოდა და გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ირანელები მატყუარები არიან და მათთან ურთიერთობა დროის კარგვაა. ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს ქვეყნის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„იბერია 1999“-მა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ესტონეთში, „ფლორას“ წინააღმდეგ გამარჯვებით დაიწყო. ანგარიში 3:2 დაფიქსირდა სტუმართა სასარგებლოდ. შეხვედრა ტალინში, „ა. ლე კოქ არენაზე“ გაიმართა.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა „საერთაშორისო აღიარების“ მორიგი მცდელობა განახორციელა. ხელი მოეწერა შეთანხმებას „დაძმობილებული კავშირების“ დამყარების შესახებ ოკუპირებულ სოხუმსა და განის რესპუბლიკის სოჰუმის მუნიციპალური ოლქის ქალაქ სოჰუმს შორის. განის დელეგაცია აფხაზეთში საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური, საინვესტიციო და აგრარული პოტენციალის წარსადგენად ჩავიდა.
9 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში მიმდინარე 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, გიორგი ქინქლაძემ, 65 კგ წონით კატეგორიაში სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ატაცში 120 კგ დაძლია, აკვრაში კი 144 კგ ასწია. ქინქლაძემ ამ შედეგებით საქართველოს რეკორდებიც დაამყარა.
9 ივლისი, 2026
სამართალი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას, 2.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო „ხელისუფლების დამხობის მოწოდების თაობაზე“ გაკეთებული განცხადების გამო. ახალაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება უნდა დაემხოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
„არსენალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ, FOX Sports-ის ეთერში მსოფლიო ჩემპიონატზე ეგვიპტესთან მატჩში, არგენტინელი ლეო მესის თამაში შეაფასა. ანრის თქმით, მესი უბრალოდ ადამიანი არ არის და როდესაც მასში „მხეცი“ აღვიძებს, მისი შეჩერება ძალიან ძნელია.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით, N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
უხვი ნალექის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა. ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მგზავრებს უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს - MLS-ისა და საუდის არაბეთის პროლიგის გუნდები ეგვიპტელი ფეხბურთელის დამატებით ინტერესდებიან. ჯერჯერობით უცნობია, რომელ ჩემპიონატს აირჩევს გამოცდილი შემტევი.
9 ივლისი, 2026