განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

ასრულებს თუ არა კარიერას - ერიქსენმა უკრაინასთან უგონოდ მოედანზე დაცემის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო

მიუხედავად კარდიოლოგების რეკომენდაციისა, დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი კარიერის დასრულებას არ აპირებს. 34 წლის ნახევარმცველს, რომელსაც ევრო 2020-ზე გულის შეტევა დაემართა და შემდეგ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი ჩაიდგა, ივნისში უკრაინასთან ამხანაგური მატჩის დროსაც დაემართა გულის პრობლემა, თუმცა ამჯერად მოედანი თავისი ფეხით დატოვა. ექიმები პროფესიულ სპორტში დაბრუნებას არ ურჩევენ, თუმცა ერიქსენი თავს კარგად გრძნობს და აცხადებს, რომ ეს შემთხვევა ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებული იყო.

10 ივლისი, 2026
სპორტი

"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან

მონტევიდეოში ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩილეში ჩავიდა და მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეორე ტურის შეხვედრისთვის ემზადება. ბორჯღალოსნები 11 ივლისს, სამოას დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა ჩილეს ქალაქ ვინა დელ მარში, „საუსალიტო სთედიუმზე“ გაიმართება.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ირაკლი დგებუაძე ახალ თანამდებობაზე დაინიშნა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. მანამდე ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე ასევე მუშაობდა ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

რეგიონული მედია საშუალება აცხადებს, რომ მისი ჟურნალისტი ხარაგაულის საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონულმა მედია საშუალებამ, „ჩემი ხარაგაული“, განაცხადა, რომ მისი ჟურნალისტი ადგილობრივი საკრებულოს სხდომის ფოტოდან ამოჭრეს. მედიის საშუალების ინფორმაციით, ხარაგაულის საკრებულომ 6 ივლისის სხდომის ფოტოები ატვირთა და ერთ-ერთიდან ჟურნალისტი ნინო კაპანაძე ამოჭრა მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას იჯდა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/4 ფინალი] საფრანგეთი 2:0 მაროკო. თამაში ცალ კარში - ფრანგულმა მონსტრმა მაროკოც გადაყლაპა! | Lelo.Ge

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მაროკოს 2:0 მოუგო. დიდიე დეშამის გუნდმა თითქმის მთელი მატჩი მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და მრავალი შანსი შექმნა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კილიან მბაპე დასახელდა, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა და მეორეშიც მიიღო მონაწილეობა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[ჩოგბურთი] ეკატერინე გორგოძე მეოთხედფინალშია | Lelo.Ge

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. მან ჯერ სლოვაკ მია პოჰანკოვას, შემდეგ კი გერმანელ ვალენტინა შტაინერს სძლია. მეოთხედფინალში მისი მეტოქე არგენტინელი ხულია რიერა იქნება. ამასთან, ბელგიაში წყვილთა ტურნირზე საბა ფურცელაძე და ნიკლას შელი მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

საჭიროა პირდაპირ მტრებთან და აგენტურასთან ბრძოლა და დაარქვან ამას თუნდაც „37 წელი“, ამაში საქილიკოს ვერაფერს ვხედავ - ლალი მოროშკინა

„ოცნების პროპაგანდისტი“ ლალი მოროშკინა ქვეყანაში „მტრებისა და აგენტურის“ წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარების ინიციატივით გამოდის. მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად იზიარებს იოსებ სტალინის მეთოდებს და 37 წლის რეპრესიების ანალოგიით მოქმედებაში „საქილიკოს“ ვერაფერს ხედავს. მოროშკინამ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი საქართველოს საზიანოდ მოქმედებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადადგმა.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავს შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია მოუწოდებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და კანონმდებლობის გადახედვას. საქართველოს დელეგაციამ, პროტესტის ნიშნად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებ კაკულიებს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ. ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროში ჩატარდება. ბრალდებულების ადვოკატის განცხადებით, გამოძიების ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, თუმცა ამ დრომდე ახალი, არსებითი მტკიცებულება არ მოპოვებულა.

10 ივლისი, 2026
სამართალი

მაღაროელ გიორგი ნეფარიძეს ‘მოსამართლის შეურაცხყოფის’ საქმეზე 1.5 წლით პატიმრობა შეეფარდა

ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის საპატიმრო ვადას, სასამართლომ „მოსამართლის შეურაცხყოფაში“ დამნაშავედ ცნო და მას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნეფარიძეს ბრალად ედება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ მაზანაშვილის შეურაცხყოფა.

10 ივლისი, 2026