განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

ეზოში ხმაურის გამო, მეზობელმა სკოლის მოსწავლე დაჭრა

ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს დანით ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახი, ქორწინება და შვილები უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, თუმცა მთავარი დაბრკოლება ფინანსებია - ახალი კვლევა

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალი კვლევის თანახმად, საქართველოში ახალგაზრდებისთვის ოჯახის შექმნა და შვილების ყოლა უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება, თუმცა ამ მიზნების განხორციელებას ფინანსური პრობლემები, საცხოვრებლის არქონა და ჯანმრთელობის საკითხები აფერხებს. კვლევა ასევე გამოკვეთს გენდერული როლების ასიმეტრიას და საზოგადოებაში არსებულ ორმაგ სტანდარტებს, რაც დემოგრაფიულ ნაპრალს ამძაფრებს.

10 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები მიიღო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ეზოში ხმაურის გამო, მეზობელმა სკოლის მოსწავლე დაჭრა

ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რის შედეგადაც 26 წლის კაცმა მოზარდს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოასთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა. გუნდმა ჩილეში გადაინაცვლა, სადაც 11 ივლისს, 23:00 საათზე, ვინა დელ მარიში სამოას შეერკინება. პიერ-ანრი ბრონკანმა ჩილესთან მოგებული მატჩის შემდეგ განაცხადში რამდენიმე ცვლილება განახორციელა.

10 ივლისი, 2026
სამართალი

ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა

მზია ამაღლობელის საქმის მთავარი ფიგურანტი, ირაკლი დგებუაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა. მანამდე ის შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო. დგებუაძე 2022 წლიდან ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო და ეს თანამდებობა 2025 წლის სექტემბერში უნდა დაეტოვებინა.

10 ივლისი, 2026
მსოფლიო

დაკრძალეს ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ისლამური რესპუბლიკის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, ქალაქ მეშჰადში, მერვე შიიტი იმამის რეზას სალოცავში დაკრძალეს. დაკრძალვას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ხამენეი 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის პირველ დღეს დაიღუპა, ხოლო მისი დაკრძალვა მომხდარიდან ხუთ თვეში შედგა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა -  ბოსნიას და ჰერცეგოვინას

ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.

10 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] აზრის გიგანტი: კასპარიანმა განაცხადა, რომ აშშ ორ ქვეყანას ეთამაშა -  ბოსნიას და ჰერცეგოვინას

ამერიკელი ტელეწამყვანი ანა კასპარიანი მიიჩნევს, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა ორი სხვადასხვა სახელმწიფოა. მან TYT-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში აშშ-მ ორი ქვეყანა - ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთად დაამარცხა.

10 ივლისი, 2026
საზოგადოება

შეშელიძისა და ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოეწყო

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ ომარ შეშელიძისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩებზე, მინდელის ხიდსა და მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარედ საავტობუსო ზოლი მოაწყო. ეს ცვლილება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებასა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება.

10 ივლისი, 2026