განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმის აეროპორტში დააკავეს პირი, რომელიც თბილისში ნათესავის მკვლელობაშია ბრალდებული. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

11 ივლისი, 2026
სამართალი

„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის“ ფაქტზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

HRW-მა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

Human Rights Watch-მა (HRW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოში სამოქალაქო სექტორისა და აქტივისტების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლას ეხება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლება რეპრესიული კანონების, დაფინანსების შეზღუდვებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების გამოყენებით დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს. HRW-მ ესაუბრა 15 ქართველ აქტივისტს, იურისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლებმაც ქვეყანაში „უკიდურესად მტრული გარემო“ და თვითცენზურის, თანამშრომლების გადინების, ფინანსური კოლაფსისა და დახმარებაზე უარის თქმის ტენდენციები აღნიშნეს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[უეფა-ს რეიტინგი] ქართულმა კლუბებმა LIVE-რეიტინგში პოზიცია ოდნავ გაიმყარეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის...

საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების შემდეგ. ქართულმა კლუბებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ არის.

11 ივლისი, 2026
სპორტი

ფეხბურთელმა, რომელმაც ახლახან მუნდიალზე იასპარეზა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

25 წლის სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფეხბურთელმა ჯეიდენ ოსვინ ადამსმა, რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადამსი სამხრეთ აფრიკის ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო და მუნდიალზე „ბაფანა ბაფანას“ პირველ ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. სამხრეთ აფრიკის ფეხბურთელთა პროფკავშირის განცხადებით, ქვეყანამ ნიჭიერი ფეხბურთელი დაკარგა.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულმა 27 ივნისს ნათესავს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[ინტერვიუ] მეკარე, რომელმაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა: "ახალგაზრდა ცოტა თავს თუ გამოიჩენს, ეგრევე გაყიდვაზე და ფულის შოვნაზე ფიქრობენ, იმის მაგივრად, რომ ეს ფული კლუბს მოახმარო"

ყოფილი მეკარე ბაჩო მიქავა თბილისის „იბერია 1999“-ის საგარეო გამარჯვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართულ გუნდებს, განსაკუთრებით ევროტურნირებზე, გამხნევება და თანადგომა სჭირდებათ. მან ასევე ისაუბრა ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე, კერძოდ, არასწორ მენეჯმენტსა და ახალგაზრდა ფეხბურთელების გაყიდვის შემდეგ შემოსული თანხის კლუბისთვის მოხმარების აუცილებლობაზე.

11 ივლისი, 2026
სპორტი

[ჭადრაკი] ლევან ფანცულაია გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა | Lelo.Ge

ბათუმში დასრულდა მე-10 საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც ექვსი ქვეყნის 36 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირის მთავარ შეჯიბრებაში გამარჯვება ირანელმა სეიდ პურმოსავიმ მოიპოვა 7.5 ქულით. საქართველოს ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ მეორე ადგილი დაიკავა 6.5 ქულით, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილები ირანელმა და რუსმა მოჭადრაკეებმა გაინაწილეს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

"კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს" - ნურმაგომედოვი თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

დაღესტნელმა სპორტსმენმა, უმარ ნურმაგომედოვმა, თბილისში გამართული RAF-ის ღონისძიების ფარგლებში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. დაპირისპირება მერაბ დვალიშვილსა და ერთ-ერთ დაღესტნელ სტუმარს შორის მოხდა, მას შემდეგ, რაც დვალიშვილის რეპლიკა ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა.

11 ივლისი, 2026
მსოფლიო

CBS: აშშ ირანისგან მოითხოვს ხომალდებზე იერიშების შეცდომად აღიარებას

აშშ ირანისგან მოითხოვს საჯარო აღიარებას, რომ მან დაარღვია ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნით. ამის საპასუხოდ, აშშ-მ ირანის ტერიტორიაზე განთავსებულ სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა. კერძო საუბრებში ირანის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს შეცდომის დაშვება, თუმცა საჯაროდ ამას არ ადასტურებენ.

11 ივლისი, 2026