სპორტი
ბელგიის ნაკრების მეკარემ, ტიბო კურტუამ, ეროვნულ გუნდში კარიერის გაგრძელების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, ერთა ლიგა გამოტოვოს და ევრო 2028-ის შესარჩევი ეტაპისთვის დაბრუნდეს. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ ესპანეთთან ჩატარებული მატჩი მისთვის უკანასკნელი სანაკრებო შეხვედრა ყოფილიყო.
11 ივლისი, 2026
სპორტი
25 წლის სამხრეთ აფრიკის ნაკრების ფეხბურთელმა, ჯეიდენ ოსვინ ადამსმა, რომელმაც სულ რამდენიმე კვირის წინ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადამსი ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი იყო და მუნდიალზე „ბაფანა ბაფანას“ პირველ ორ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. ფეხბურთელთა პროფკავშირის განცხადებით, სამხრეთ აფრიკამ ნიჭიერი ფეხბურთელი დაკარგა.
11 ივლისი, 2026
სპორტი
გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც იტალიურ "უდინეზეში" გადავიდა, კვლავ ტრავმირებულია. მას განუახლდა ივნისში მიღებული ტრავმა, რომელიც მარჯვენა ფეხის მესამე ნავისებრი ძვლის მოტეხილობას უკავშირდება. უცნობია, რამდენი ხანი დასჭირდება რეაბილიტაციას და შეძლებს თუ არა ფეხბურთელი სერია A-ს დასაწყისისთვის გამოჯანმრთელებას.
11 ივლისი, 2026
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელიც 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დივერსიის დაგეგმვისთვის იძებნებოდა. დაკავებულს ბრალად ედება დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულს უკრაინაში მოქმედი სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლის მითითებით შეეძინა საბრძოლო მასალა, რომლითაც 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს დივერსია უნდა მოეწყოთ.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება.
11 ივლისი, 2026
მსოფლიო
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ რუსეთი თურქეთთან S-400-ების შესაძლო გადაყიდვის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. თურქული მედიის ინფორმაციით, ანკარა ამ სისტემების სპარსეთის ყურის ქვეყანაზე გადაცემას გეგმავს, რათა აშშ სანქციების მოხსნაზე დაარწმუნოს.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ოპოზიციის სტრატეგიას სოციალურ ქსელში აანალიზებს. მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი გზავნილია: „შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“. გვარამია ხაზს უსვამს, რომ ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლები საბოტაჟს უწყობენ ამ სამივე მიმართულებას.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება.
11 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ მისი დატოვება არ სურდა, გადაწყვეტილება თავად ჯეიმსმა მიიღო. NBA-ის ინსაიდერების ცნობით, „მეფე“ კარიერას „მაიამი ჰიტში“, „კლივლენდ კავალიერსში“ ან „ფილადელფია სიქსერსში“ გააგრძელებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
დაღესტნელმა სპორტსმენმა, უმარ ნურმაგომედოვმა, თბილისში მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელის საშუალებით უპასუხა. დაპირისპირება მერაბ დვალიშვილსა და ერთ-ერთ სტუმარს შორის მოხდა, მას შემდეგ, რაც დვალიშვილის რეპლიკა ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა.
11 ივლისი, 2026