განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სპორტი

[უეფა-ს რეიტინგი] ქართულმა კლუბებმა LIVE-რეიტინგში პოზიცია ოდნავ გაიმყარეს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის...

საქართველოს ნაკრებმა უეფა-ს რეიტინგში პოზიცია გაიუმჯობესა ევროტურნირების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების შემდეგ. ქართულმა კლუბებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს, თუმცა ეს შედეგი ჯერ საკმარისი არ არის.

11 ივლისი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და კანონის ფარგლებში გამოხატოს თავისი მოსაზრება, სხვა ტიპის ქმედებებს ყოველთვის მოყვება რეაგირება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება.

11 ივლისი, 2026
სამართალი

‘ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის’ ფაქტზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.

11 ივლისი, 2026
სამართალი

„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით ცაგერის საკრებულოს წევრი დააკავეს

ცაგერის საკრებულოს წევრი, „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა. ლეთოდიანის ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ადვოკატების თქმით,ბრიტანეთის მოქალაქე ტკივილგამაყუჩებლების გამო ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ბრიტანეთის მოქალაქე და ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს. იგი საზღვარზე ტკივილგამაყუჩებლებით დააკავეს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოდაა მიჩნეული. ადვოკატების თქმით, მას რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულმა 27 ივნისს თბილისში ნათესავს სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

11 ივლისი, 2026
სპორტი

"კავკასიაში კაცს ღირსება, თავმოყვარეობა და სტუმართმოყვარეობა განსაზღვრავს" - ნურმაგომედოვი თბილისში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

დაღესტნელმა სპორტსმენმა, უმარ ნურმაგომედოვმა, სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა თბილისში მომხდარ ინციდენტს, რომელიც მერაბ დვალიშვილსა და ერთ-ერთ სტუმარს შორის მოხდა. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც დვალიშვილის რეპლიკა ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა.

11 ივლისი, 2026
სამართალი

„ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის“ ფაქტზე ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

"ნანიკოს ადგილზე გიჩივლებდი ამ სითავხედისთვის" - ანა ბარბაქაძის ვიდეო, რომელიც სოცქსელში დიდი განხილვის საგანია

კანადაში მცხოვრებმა ანა ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მაგალითზე დემენციის მქონე მშობლის მოვლის საკითხს ეხება. ბარბაქაძე, რომელიც თავად უვლის დემენციით დაავადებულ დედას, მიიჩნევს, რომ ხაზარაძის მიერ მამის პანსიონატში მოთავსება არასწორი გადაწყვეტილება იყო. ვიდეომ დიდი გამოხმაურება და მწვავე დისკუსია გამოიწვია სოციალურ ქსელში.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

HRW-მ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

Human Rights Watch-მა (HRW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოში სამოქალაქო სექტორისა და აქტივისტების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლას ეხება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლება რეპრესიული კანონების, დაფინანსების შეზღუდვებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების გამოყენებით დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს. HRW-მ ესაუბრა 15 ქართველ აქტივისტს, იურისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლებმაც ქვეყანაში „უკიდურესად მტრული გარემო“ აღწერეს.

11 ივლისი, 2026