განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 7.5%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15.519 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.5%-იანი მატებაა. ექსპორტი 21.6%-ით გაიზარდა და 4.67 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 2.4%-ით, 10.84 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

19 აგვისტო, 2026
საზოგადოება

შსს აცხადებს, რომ 18 აგვისტოს ზემო ლარსიდან ქვეყანაში არა 20 000, არამედ 7880 მგზავრი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, 18 აგვისტოს ზემო ლარსის გამშვები პუნქტით ქვეყანაში 20 000-ზე მეტი მგზავრი შემოვიდა. უწყების განცხადებით, რეალურად, ამავე პერიოდში, საზღვარი 7880-მა მოქალაქემ გადმოკვეთა.

19 აგვისტო, 2026
პოლიტიკა

როდესაც პირადად მე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით კორუფციას, მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები, შეიძლება უარესიც, იყოს, არის და იქნება - მამუკა მდინარაძე

ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის გამო მსგავსი ბრალდებებისთვის მზად იყო. მან ასევე განაცხადა, რომ თავს შეიკავებს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის მიზნებზე საუბრისგან, რადგან მასზე შეტევაზე გადასვლას ამ ეტაპზე სწორად არ მიიჩნევს.

19 აგვისტო, 2026
საზოგადოება

სუხიშვილებმა სცენა რეგიონებში გადაიტანეს - BOG, სუხიშვილების გენერალური სპონსორი (რ)

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება. კამპანიის მიზანია, სუხიშვილები იმ ადგილებს დაბრუნებოდნენ, სადაც ქართული ცეკვის ფესვებია.

19 აგვისტო, 2026
საზოგადოება

ეკა კუპატაძე ბაჩალიაშვილების ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად პროკურატურაში მივიდა. ოჯახის წევრები ითხოვენ მათი შვილის საქმეზე გამოძიების ხელახლა დაწყებას. კუპატაძემ საზოგადოებას მოუწოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს გვერდით დაუდგნენ, რადგან „ბევრი შეუძლია ხალხის ძალას“.

19 აგვისტო, 2026
საზოგადოება

თაღლითობა საჯარო უწყების სახელით - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ არ მოტყუვდნენ თაღლითური სქემით, რომელიც ფულის გამოძალვას ისახავს მიზნად. მოქალაქეებმა მიიღეს SMS შეტყობინებები ავტომობილების დაჯარიმების შესახებ, სადაც მითითებულ ბმულზე გადასვლისას იხსნება ყალბი ვებგვერდი.

19 აგვისტო, 2026
სამართალი

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის ცნობით, დაკავებულს ჯარიმა დაეკისრა და ტერიტორიიდან გააძევეს.

19 აგვისტო, 2026
სპორტი

[VIDEO] ეგვიპტის მწვრთნელი ცოლებს აშველებდა და გონება დაკარგა

ეგვიპტის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰოსამ ჰასანმა, პირად ცხოვრებაში განვითარებული ხმაურიანი ინციდენტის გამო საერთაშორისო მედიის ყურადღება მიიპყრო. კურორტზე მომხდარი ჩხუბის დროს, მცდელობისას, რომ ცოლებს გაშველებოდა, მწვრთნელი შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ინციდენტს პოლიციის ჩარევაც დასჭირდა და სკანდალმა ჰასანის პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

19 აგვისტო, 2026
საზოგადოება

სუხიშვილებმა სცენა რეგიონებში გადაიტანეს - BOG, სუხიშვილების გენერალური სპონსორი (რ)

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, 8 სექტემბერს, 19:00 საათზე, ქუთაისში ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი გაიმართება. კამპანიის მიზანია, სუხიშვილები იმ ადგილებს დაბრუნებოდნენ, სადაც ქართული ცეკვის ფესვებია.

19 აგვისტო, 2026
სპორტი

[ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. მსოფლიო ჩემპიონატი. U20] თითო ვერცხლი და ბრინჯაო | Lelo.Ge

საქართველოს ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 მედლით დაასრულა - თითო ვერცხლითა და ბრინჯაოთი. კობა ქარუმიძემ 55 კილოგრამში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო საბა ფურცელაძემ მძიმე წონაში ბრინჯაო. გუნდმა ტურნირზე ოქროს მედალი ვერ მოიპოვა.

19 აგვისტო, 2026