პოლიტიკა
11 ივნისს ბრიუსელში იმართება ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო-ლიბერალიზაციის დიალოგის შეხვედრა. ევროკავშირი 2027 წლის იანვარში განიხილავს, შეაჩეროს თუ არა უვიზო რეჟიმი — გადაწყვეტილებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, ანუ კონსენსუსი არ არის საჭირო. ივნისის შეხვედრას ევროპელი ჩინოვნიკები „ბოლო გაფრთხილებად” განიხილავენ; საქართველოს საგარეო სამინისტრო მონაწილეობას დირექტორის დონეზე ადასტურებს.
5 ივნისი, 2026
მსოფლიო
2022 წლიდან დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციების ყველაზე მასიური პაკეტი დააწესა — SWIFT-ის გამოთიშვა, აქტივების გაყინვა, ნავთობის ფასის „ჭერი” და ასობით ინდივიდუალური შეზღუდვა. თუმცა 2023-2024 წლებში რუსეთის მშპ 4%-ზე მეტით გაიზარდა, 2025-ში კი მხოლოდ 1%-ით შენელდა. ეკონომისტები განმარტავენ, რატომ იქცა ომის ეკონომიკა სანქციების ნაწილობრივ „ამორტიზატორად”.
5 ივნისი, 2026
სამართალი
რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლა. ოჯახის ცნობით, კაცი — 2 დღის წინ ჩამოსული აზერბაიჯანიდან — ბინაში ჩაკეტა მოზარდი და სექსუალურ ძალადობას ცდილობდა. გამოძიება განზრახი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ოჯახი კი ამბობს, ბიჭი მხოლოდ თავს იცავდა.
5 ივნისი, 2026
პოლიტიკა
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შევიდა, რომლის თანაავტორი კონგრესმენი ჯო უილსონია. ერთი მათგანი თავდაცვის მდივანს ავალებს, საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხი სამხედრო თანამშრომლობაში ინტეგრირებული ჰქონდეს; მეორე კი — გასაიდუმლოებული ანგარიშის მომზადებას ითხოვს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო უჯრედების შესახებ.
5 ივნისი, 2026
სამართალი
თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ოჯახის წევრებმა ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს — მათ გარკვეული პერიოდი კონტაქტზე ვერ გამოდიოდნენ. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს. სიკვდილის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
5 ივნისი, 2026
მსოფლიო
რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ტყვეების გაცვლა განხორციელდა: ორივე მხარემ 185-185 ადამიანი გამოიხსნა. გათავისუფლებულებს შორის არიან 2022 წლიდან ტყვეობაში მყოფი სამხედროები, მათ შორის — მარიუპოლის დამცველები. ბუდანოვი ამბობს, ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშეს შეერთებულმა შტატებმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.
5 ივნისი, 2026
საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე „ოცნების” პარლამენტის კულტურის კომიტეტზე ამბობს: სანქციების მუქარა მედიაში შინაგანი ცენზურის ბერკეტად გადაიქცევა. „ყველას ვერ მოსთხოვ, რომ ცოტნე დადიანი იყოს,” — განაცხადა მან.
5 ივნისი, 2026
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ანა ჯაფარიძემ რომის გრან პრის გათამაშებაში ოქრო მოიპოვა. ფინალში მან დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის პირველობის ოთხგზის გამარჯვებული და პარალიმპიური თამაშების ორგზის მედალოსანი, თურქი მერიემ ბეთიულ ჩავდარი.
5 ივნისი, 2026
პოლიტიკა
საფრანგეთის სადაზვერვო სამსახური საქართველოდან ორ აგენტს გაიწვევს, — იტყობინება ფრანგული გამოცემა Intelligence Online. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამ ინფორმაციაზე სიფრთხილით პასუხობს და ხაზს უსვამს: საქართველოს სადაზვერვო უწყებებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ სადაზვერვო საქმიანობის გამოსავლენად, ამიტომ „მეგობრულ” და „მტრულ” მზვერავებს შორის განსხვავება არ არსებობს.
5 ივნისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 4 ივნისს 226 ხმით 195-ის წინააღმდეგ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტი სენატს უნდა გადაეგზავნოს, სადაც მისი მიღება ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევა.
5 ივნისი, 2026