საზოგადოება
აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, სამართალდამცავებმა ერთ-ერთ სახლში 1-დან 18 წლამდე ასაკის 16 ბავშვი იპოვეს, რომლებიც წლების განმავლობაში გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ. სახლში არსებული ვითარება იმდენად მძიმე იყო, რომ ბავშვებს „ველურ ცხოველებს“ ადარებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ბავშვები ბოლო 4 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, გამოკეტილი იყვნენ ერთ პატარა, დაახლოებით 13 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში, რომელიც ნაგვით, ექსკრემენტებითა და ობის სოკოთი იყო სავსე.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, სამართალდამცავებმა ერთ-ერთ სახლში 1-დან 18 წლამდე ასაკის 16 ბავშვი იპოვეს, რომლებიც მშობლებმა გაუსაძლის, არაადამიანურ პირობებში ამყოფეს. სახლში არსებული ანტისანიტარია და ნაგვის მთები მესამე ქვეყნების პირობებსაც კი ჩამოუვარდება. ბავშვებს არასდროს უვლიათ სკოლაში, არ აქვთ სოციალური უნარები და უმეტესობას მეტყველება არ შეუძლია.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. დაკავებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ცაგერის საკრებულოს წევრი, „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. ადვოკატის განცხადებით, ლეთოდიანი ბრალს არ აღიარებს და დაცვის მხარე 10 000-ლარიან გირაოს ითხოვს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
17-19 ივლისს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გაიმართება საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Fractal Festival 2026. ღონისძიება წარმოადგენს გერმანული IONO Music, თურქული Tree of Life Festival და ქართული Fractal Festival-ის კოლაბორაციას. ფესტივალი მიზნად ისახავს თანამედროვე ელექტრონული მუსიკის კულტურის განვითარებას საქართველოში და საერთაშორისო კოლაბორაციების გაძლიერებას.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. სუს-ის ინფორმაციით, 2025 წელს ცხინვალის რეგიონში უკანონო დაკავების 34, ხოლო აფხაზეთში 40 შემთხვევა დაფიქსირდა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. დაკავებული ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„დილას“ მთავარმა მწვრთნელმა, დიამანტას ვავალისმა, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ვირტუსთან“ მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდმა ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოიგო. მიუხედავად გამარჯვებისა, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს მეტი შეუძლიათ და ეს მათი მაქსიმუმი არ არის.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
Human Rights Watch-მა (HRW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოში სამოქალაქო სექტორისა და აქტივისტების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლას ეხება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლება რეპრესიული კანონების, დაფინანსების შეზღუდვებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების გამოყენებით დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს. HRW-მ ესაუბრა 15 ქართველ აქტივისტს, იურისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლებმაც ქვეყანაში „უკიდურესად მტრული გარემო“ აღწერეს.
10 ივლისი, 2026