სპორტი
ოლივერ გლასნერი, რომელიც მანამდე "კრისტალ პალასს" ხელმძღვანელობდა, ინგლისურ "ნოტინგემ ფორესტს" ჩაიბარებს. გავრცელებული ინფორმაციით, 51 წლის სპეციალისტი კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. "ნოტინგემი" მალე ოფიციალურად დაადასტურებს ვიტორ პერეირას გათავისუფლებას.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფიდან გერმანიის ნაკრების სენსაციურად გამოვარდნის შემდეგ, ბუნდესნაკრების მიმართ კრიტიკა არ წყდება. ვეტერანმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა შეაფასა იულიან ნაგელსმანის გუნდის მუნდიალზე განცდილი ფიასკო და განაცხადა, რომ გერმანიის ნაკრებს ამჟამად მსოფლიო დონის ფეხბურთელი არ ჰყავს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
41 წლის ნახევარმცველ სანტი კასორლამ კარიერა დაასრულა მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი „ოვიედოსთან“ ამოიწურა. კასორლა „ოვიედოს“ აღზრდილია და პროფესიული კარიერა „ვილიარეალში“ დაიწყო. მან „არსენალთან“ ერთად სამჯერ მოიგო ინგლისის თასი და სუპერთასი, ხოლო ესპანეთის ნაკრებთან ერთად ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ევროსტატის ახალი სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან 2,060 საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს. ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება და ალბანეთს უსწრებს. ევროკავშირმა ჯამში 34,550 პირი გააბრუნა მესამე ქვეყნებში, რაც წინა წელთან შედარებით 8.1%-ით მეტია.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, გერმანულ გამოცემა "ბილდთან" მიცემულ ინტერვიუში მსოფლიო ჩემპიონატსა და ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. მან განსაკუთრებით გამოყო მაიკლ ოლისე, რომელსაც "ოქროს ბურთის" მოგების ღირსად მიიჩნევს.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, ციხიდან ავრცელებს მიმართვას, რომელშიც ოპოზიციის კრიტიკას ახორციელებს. მისი თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი ქართულ ოცნებას დაემსგავსა, რადგან მათაც აკლიათ გულწრფელობა და იყენებენ ორმაგ სტანდარტებს. სააკაშვილი ასევე აკრიტიკებს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც მას და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთიანობის დამშლელად მიიჩნევენ.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „პირველის“ სამ ჟურნალისტს, ნატალია ქაჯაიას, მაკა ჩიხლაძესა და მაკა ანდრონიკაშვილს, აკრედიტაცია დროებით შეუჩერა. ჟურნალისტებს აკრედიტაცია სხვადასხვა ვადით, ერთი თვიდან ერთ წლამდე, შეუჩერდათ. მედია საშუალებების წარმომადგენლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია და მიზნად ისახავს კრიტიკული კითხვების შეზღუდვას.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ ოლივერ კანმა 2026 წლის მუნდიალზე გერმანიის ნაკრების გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდს ნიჭიერი ფეხბურთელები არ აკლია, თუმცა პრობლემა მათ თავდაჯერებასა და თვითრწმენაშია. მისი აზრით, გერმანიის ნაკრები იმეორებს ერთსა და იმავე შეცდომებს, რადგან ფეხბურთელები პასუხისმგებლობას არ იღებენ.
3 ივლისი, 2026
სპორტი
შვედურ გეტებორგში დასრულდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ყველა შეხვედრა წააგო, ბოლო მატჩში ისლანდიასთან ფრე ითამაშა და პირველი ქულა მოიპოვა. თუმცა, ჩეხეთთან დამარცხდა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიო თასის 1/16-ფინალში ბოსნია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ორი გოლი არ ჩაუთვალეს და პირველი გოლის ავტორი ფოლარინ ბალოგუნი გააძევეს, ამერიკელებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.
3 ივლისი, 2026