სპორტი
უიმბლდონის ტურნირზე მარიამ ბოლქვაძე მეორე წრის შეხვედრას ამერიკელ ეშლინ კრიუგერთან გამართავს. კრიუგერი WTA-ს ორი ტურნირის გამარჯვებულია და 2021 წელს ამერიკის ღია ჩემპიონატი მოიგო წყვილთა თანრიგში ახალგაზრდებს შორის. ბოლქვაძემ ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო.
3 ივლისი, 2026
სპორტი
20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართა და 33:5 დამარცხდა. ქართველმა მორაგბეებმა თამაშის დასაწყისშივე გახსნეს ანგარიში, თუმცა მეტოქემ პირველ ტაიმში ორი, მეორეში კი სამი ლელო გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ა ჯგუფში მესამე ადგილზე რჩება და მომდევნო შეხვედრას 7 ივლისს ურუგვაის ნაკრებთან გამართავს.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
უკრაინაში დაიწყო ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება, რომლის პირველი შედეგები უკვე ცნობილია. ქვეყანა ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბიუჯეტური ფრთოსანი რაკეტების შექმნაზე და მტრის დრონების ჩამოსაგდებად იაფი რაკეტების შემუშავებაზე.
3 ივლისი, 2026
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებული „ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“.
3 ივლისი, 2026
სპორტი
უკრაინულმა მედიამ, suspilne.media-მ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების დამარცხების (95:76) შესახებ დაწერა. გამოცემის ცნობით, უკრაინელმა კალათბურთელმა ალექსანდრ კობზისტიმ მეტოქის ლიდერი მარკის რიდი თამაშიდან გაიყვანა, რამაც შესაძლოა, თამაშის მსვლელობაზე გავლენა იქონია. უკრაინელი მწვრთნელები და მოთამაშეები ამ ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ რიდის გარეშე დარჩენამ მათ გამარჯვებაში ხელი შეუწყო.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 5:33 დამარცხდა. მატჩის დასაწყისში ქართველებმა ლელო გაიტანეს, თუმცა შემდეგ მეტოქემ თამაში დაძაბა და პირველი ტაიმი 12:5 მოიგო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები ორკაცნაკლული თამაშობდა, რამაც საბოლოო ანგარიშზე იმოქმედა.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი ის „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
3 ივლისი, 2026
სპორტი
იურგენ კლოპი, დიდი ალბათობით, გერმანიის ნაკრებს გაწვრთნის. სანდო წყაროების ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტმა ბუნდესნაკრების ჩაბარებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ იულიან ნაგელსმანს თანამდებობის დატოვება არ სურს, მას გაათავისუფლებენ და გერმანიის ნაკრები მთავარ კანდიდატურად სწორედ იურგენ კლოპის ვარიანტს განიხილავს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი ყვება „მოდუსის“ საქმეზე, სადაც მძიმე ტრავმა მიიღო მუშამ. ადვოკატმა უსასყიდლოდ დაიცვა დაზარალებული, რის შემდეგაც მას ლიცენზია შეაჩერებინეს. ჯანიბეგაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო ანგარიშსწორება ძლიერი ბიზნესინტერესების მხრიდან.
3 ივლისი, 2026