განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

3 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით ლისის ტბის მიმდებარედ საგზაო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS 5 ივლისს ქულების გაორმაგების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს მომხმარებლები 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. გარდა ამისა, თუ სასურველი ნივთის შესაძენად დაგროვებული ქულები არ გყოფნით, დარჩენილი თანხის გადახდას საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით შეძლებთ.

3 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა პატიმრობის ვადა 1 ივლისამდე შეამცირა, რის შედეგადაც ისინი დაგეგმილზე თითქმის ორი თვით ადრე ტოვებენ საპატიმროს.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

6 თვეში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის პირველ ნახევარში ოთხ ქალაქში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოავლინა. ყველაზე მეტი სამართალდარღვევა თბილისში, შემდეგ ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში დაფიქსირდა. ჯარიმები ძირითადად ფიზიკურ პირებს დაეკისრათ, თუმცა იურიდიული პირებიც დაჯარიმდნენ.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისს, City Mall-ში PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS, გაორმაგების დღესთან დაკავშირებით, City Mall-თან ერთად მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობს. 5 ივლისს, City Mall-ში PLUS ქულებით გადახდისას, მომხმარებლები 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ. ეს შეთავაზება ვრცელდება სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილ მრავალ ბრენდზე.

3 ივლისი, 2026
სპორტი

[განახლებული. VIDEO. კალათბურთი. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი] უკრაინა 95:76 საქართველო. სამწუხარო მარცხი ბაგაცკისის სცენარით...

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები რიგაში უკრაინასთან დამარცხდა ანგარიშით 76:95. უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა მატჩამდე იწინასწარმეტყველა, რომ მისი გუნდი სწრაფი კალათბურთით ითამაშებდა და საქართველოს ნაკრების ლიდერებს, მარკუს რიდსა და გოგა ბითაძეს, პროვოკაციაზე წამოაგებდა. მართლაც, მსაჯებმა რიდი და ბითაძე გააძევეს, რამაც ქართული გუნდის თამაშზე უარყოფითად იმოქმედა.

3 ივლისი, 2026
სამართალი

Tiktok-ის ლაივში კოცნის გამო, ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ გაამათრახეს - "ისინი დაუქორწინებლები იყვნენ"

ინდონეზიაში, აჩეს პროვინციაში, ახალგაზრდა წყვილი საჯაროდ გაამათრახეს მას შემდეგ, რაც შარიათის სასამართლომ ისინი ისლამური კანონის დარღვევაში დაადანაშაულა TikTok-ის პირდაპირ ეთერში კოცნის გამო. სასამართლომ წყვილს 21-ჯერ მათრახით დარტყმა მიუსაჯა იმის გამო, რომ ისინი დაუქორწინებლები არიან და ერთმანეთს კოცნიდნენ.

3 ივლისი, 2026
სპორტი

სამხრეთ აფრიკამ ყველაფერში გვაჯობა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 5:33 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ანგარიში გახსნეს, მეტოქემ მალევე წინააღმდეგობა გატეხა და პირველი ტაიმი 12:5 მოიგო. მეორე ტაიმში, ორი სინბინისა და ერთი გაძევების გამო, საქართველო ორკაცნაკლული თამაშობდა, რამაც სამხრეთ აფრიკას კიდევ სამი ლელოს გატანის საშუალება მისცა.

3 ივლისი, 2026