სპორტი
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს და გუნდთან 2029 წლის ივლისამდე გააფორმა კონტრაქტი. ლოჩოშვილი „კიოლნის“ ისტორიაში მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება, რომელმაც ამ კლუბის ღირსება დაიცვა. მანამდე კიოლნის რიგებში რევაზ და არჩილ არველაძეები თამაშობდნენ.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგიდან“ „კიოლნში“ გადავიდა. ბუნდესლიგის კლუბმა ლოჩოშვილთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „ნიურნბერგის“ მმართველი საბჭოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ლოჩოშვილი არის ზუსტად ის ფეხბურთელი, რომელსაც ეძებდნენ.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყაველაშვილი ცერემონიას რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან ერთად დაესწრება. 86 წლის ხამენეი 28 თებერვალს დაიღუპა, ხოლო მისი დაკრძალვა 9 ივლისს გაიმართება.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
მუსიკალური ფესტივალის, Tbilisi Open Air 2026-ის ჩატარებასთან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ბრილ ემბოლომ გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე თავი დან ნდოიემ გამოიჩინა. მიუხედავად ალჟირის შეტევებისა, მათ მეტოქის კარში ზუსტი დარტყმა ვერ განახორციელეს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
დადიანის გამზირზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქალი მიმი კაზალიკაშვილია, რომელიც დაახლოებით 50 წლის იყო. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ის ტროტუარზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი დაეჯახა. მანქანა, რომელსაც სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მართავდა, ჯერ ფეხით მოსიარულეს შეეჯახა, შემდეგ კი მეორე მანქანას. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მძღოლი კი დაკავებულია.
3 ივლისი, 2026
სპორტი
ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანულ კლუბ „კიოლნში“ გააგრძელებს, სადაც 2029 წლის ივლისამდე ითამაშებს. ლოჩოშვილი „კიოლნის“ ისტორიაში მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. კლუბის მმართველი დირექტორი თომას კესლერი აღნიშნავს, რომ ლოჩოშვილი გუნდის დაცვას მეტ სტაბილურობას შესძენს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მალანია, რომლის მამაც 2016 წლიდან 2019 წლამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს განაცხადა, რომ ბრალდებული „ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა“.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, თბილისში აზერბაიჯანელი ქალი მოკლეს. პატარაიას თქმით, შემთხვევა „შემზარავი ფემიციდია“, რადგან ქალი საქართველოში შეყვარებულმა მოატყუა და შემდეგ ნათესავმა მამაკაცმა იკისრა მასზე ზრუნვა, თუმცა მოგვიანებით გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდო მკვლელი თურქეთში გაქცეულა და მასზე ძებნაა გამოცხადებული. პატარაიას ორგანიზაციამ „საფარმა“ პროკურატურას მიმართა და საქმეში ჩართვა მოითხოვა.
3 ივლისი, 2026