სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა და 1/8 ფინალში გავიდა. შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე ბრილ ემბოლომ გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე დან ნდოიემ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. მიუხედავად ალჟირის შეტევებისა, მათ მეტოქის კარში ზუსტი დარტყმა ვერ შეძლეს.
3 ივლისი, 2026
სამართალი
ინდონეზიის აჩეს პროვინციაში, ახალგაზრდა წყვილი საჯაროდ გაამათრახეს შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისლამური კანონის დარღვევის გამო. მათ TikTok-ის ლაივ ეთერში კოცნისთვის 21-21-ჯერ მათრახით დასჯა მიესაჯათ, რადგან ისინი დაუქორწინებლები იყვნენ. სასჯელი საჯაროდ, ქალაქის პარკში აღასრულეს.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
3 ივლისის ენერგეტიკული ვიბრაციები აქტიური კომუნიკაციის, ახალი კავშირების დამყარებისა და იდეების გენერირებისკენ მოგვიწოდებს. დღევანდელი პლანეტარული ასპექტები ხელს უწყობს გონებრივ მოქნილობას, რაც ნებისმიერ სიტუაციაში ორიგინალური გამოსავლის პოვნაში დაგვეხმარება. კოსმოსური ფონი ხელსაყრელია პარტნიორული შეთანხმებებისთვის, თუმცა მოითხოვს სიმშვიდის შენარჩუნებას, რათა ზედაპირულმა ემოციებმა გეზი არ აგვიბნიოს.
3 ივლისი, 2026
მსოფლიო
The New York Times-ი, ამერიკელ და ახლო აღმოსავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ ირანის ხელისუფლებას ფარულად აფრთხილებდა, თითქოს ისრაელს შესაძლოა, თეირანის მთავარი მომლაპარაკებლების ლიკვიდაცია ეცადა. ვაშინგტონში შიშობდნენ, რომ ისრაელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის და პარლამენტის თავმჯდომარის, მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის მოკვლას აპირებდა, რამაც შესაძლოა, სამშვიდობო პროცესი დააზიანოს.
3 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოჰყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
3 ივლისი, 2026
სპორტი
საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგიდან“ „კიოლნში“ გადავიდა. ბუნდესლიგის კლუბმა ლოჩოშვილთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. „ნიურნბერგის“ მმართველი საბჭოს დირექტორმა აღნიშნა, რომ ლოჩოშვილი არის ის ფეხბურთელი, რომელსაც ეძებდნენ, რადგან ის ინდივიდუალური უნარებით და ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა გონსალუ რამუშმა 94-ე წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით პორტუგალია მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
3 ივლისი, 2026
საზოგადოება
მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა. ამ დროისთვის, ტელეკომპანიაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ხოლო „მაესტროს“ დირექტორი აცხადებს, რომ ინფორმაციას არ ფლობს.
3 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიო თასის 1/16 ფინალში შვეიცარიამ ალჟირი 2:0 დაამარცხა. მატჩში, სადაც ერთმანეთს ვლადიმირ პეტკოვიჩის ალჟირი და მისი ყოფილი გუნდი, მურატ იაკინის შვეიცარია დაუპირისპირდნენ, ევროპელებმა მეტოქეს უპირატესობა არცერთ მომენტში არ დაუთმეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია იოჰან მანზამბის თამაში, რომელმაც პირველი გოლის ეპიზოდში ბრწყინვალე პასი გააკეთა.
3 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
3 ივლისი, 2026