განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
მსოფლიო

ირანში დაიწყო აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო და დაკრძალვის ცერემონია

ირანში აიათოლა ალი ხამენეის სამგლოვიარო და დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული ომის პირველ დღეს დაიღუპა. მისი ცხედარი თეირანის მთავარ სალოცავში გადაასვენეს და დღის განმავლობაში უცხოური დელეგაციები მივლენ პატივის მისაგებად.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე "უცნობი" "მაესტროს" 80%-იანი წილის მფლობელი გახდა

მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა. ტელეკომპანიაში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძესთან დაკავშირებას რედაქცია დილიდან უშედეგოდ ცდილობს.

3 ივლისი, 2026
მსოფლიო

ბელარუსის ხელისუფლებამ მოქალაქეებს ურჩია რუსეთის ნაცვლად სამშობლოში დაისვენონ

ბელარუსის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ბრიანსკის ოლქში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, სადაც დრონით შეტევა განხორციელდა ტურისტულ ავტობუსზე, რომელშიც ბელარუსის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე "უცნობი" "მაესტროს" 80%-იანი წილის მფლობელი გახდა

მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. ინფორმაციას „მედიაჩეკერი“ ავრცელებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაჩეჩილაძეს „იმედის“ ყოფილ მფლობელთან, ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გია გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS 5 ივლისს, თავის დაბადების დღეს, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. ამ დღეს PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები მიიღებენ ორმაგ სარგებელს და 50%-იან ფასდაკლებას 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში. შეთავაზებები მოიცავს ავტომომსახურებას, მოგზაურობას, შოპინგს, სილამაზეს, ფიტნესს და სხვა კატეგორიებს.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ

საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS 5 ივლისს, გაორმაგების დღეს, მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. ამ დღეს PLUS ქულებით გადახდისას მომხმარებლები მიიღებენ ორმაგ სარგებელს და 50%-იან ფასდაკლებას 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში. კამპანია წელს უფრო მასშტაბურია და მოიცავს ავტომომსახურების, მოგზაურობის, შოპინგის, სილამაზის, ფიტნესისა და სხვა კატეგორიებს.

3 ივლისი, 2026
სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ვაჟი დააკავეს

28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

3 ივლისი, 2026
სპორტი

ზურაბ პეტრიაშვილი გარდაიცვალა...

76 წლის ასაკში გარდაიცვალა ზურაბ პეტრიაშვილი, ადამიანი, რომლის სახელიც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთთან არის დაკავშირებული. ის იყო ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, ვისაც ქართული ფეხბურთის მომავლის სწამდა რთულ პერიოდშიც კი. პეტრიაშვილმა 1990 წლის 15 თებერვალს დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებაში დიდი როლი ითამაშა.

3 ივლისი, 2026
საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე "უცნობი" "მაესტროს" 80%-იანი წილის მფლობელი გახდა

მომღერალი და გადაცემა „უცნობის კიდობანის“ წამყვანი, გია გაჩეჩილაძე, ტელეკომპანია „მაესტროს“ 80%-იანი წილის მფლობელი გახდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მას „მედია ფაინენს გრუპ ბი.ვი“-მა საკუთარი 25%-იანი წილი უსასყიდლოდ გადასცა, მანამდე კი გაჩეჩილაძე „სტუდია მაესტროს“ 55%-იან წილს ფლობდა.

3 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] პორტუგალია 2:1 ხორვატია. მხსნელი სკამიდან | Lelo.Ge

პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიასთან დაძაბული მატჩის შემდეგ იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა დრამატული გამოდგა, სადაც ხორვატია იგებდა, თუმცა კრიშტიანო რონალდომ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო გონსალო რამუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

3 ივლისი, 2026