განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

„ბლექ სი პეტროლიუმი“ აცხადებს, რომ ‘სრულად არა-რუსული წარმოშობის’ ნედლი ნავთობის გადამუშავებას იწყებს

„ბლექ სი პეტროლიუმი“, რომელსაც მაკა ასათიანი ფლობს, აცხადებს, რომ აგვისტო-სექტემბრიდან დაიწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. ეს ნაბიჯი კომპანიის პროდუქციას მაღალმარჟინალური ბაზრების კარს გაუხსნის. კომპანია ასევე აფართოებს პარტნიორობას Honeywell-თან და გეგმავს საგზაო ბიტუმის წარმოებას, ხოლო 2027 წლისთვის საავიაციო საწვავის წარმოებასაც შეძლებს.

4 ივლისი, 2026
სპორტი

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც ჩვენი დროით 21 საათზე მასპინძელ ურუგვაის შეერკინება. ახალი მთავარი მწვრთნელის, პიერ-ანრი ბრონკანის სადებიუტო თამაშში სასტარტო შემადგენლობაში ვეტერანი კოტე მიქაუტაძე ბრუნდება. ასევე, რაზმში ერთი დებიუტანტია - ფრთაზე მოთამაშე რომა მახათაძე.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] ეგვიპტემ ავსტრალიას პენალტების სერიაში სძლია და მეორედ გავიდა მერვედფინალში

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში ეგვიპტემ ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1934 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს მერვედფინალში. ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ეგვიპტემ იმარჯვა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

სკოლებში ინგლისური ენის სწავლება 1-ელი კლასის ნაცვლად მე-2 კლასიდან დაიწყება

საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასის ნაცვლად მეორე კლასიდან დაიწყება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ინგლისური ენის საათები გაიზარდა მე-10 კლასში.

4 ივლისი, 2026
სპორტი

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი - ერთი დებიუტანტით და ვეტერანით

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირს - ერთა თასს 4 ივლისს მონტევიდეოში იწყებს, სადაც მასპინძელ ურუგვაის შეერკინება. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა 23-კაციანი სათამაშო შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ერთი დებიუტანტი და ერთი ვეტერანი მორაგბე მოხვდა. ტურნირი მსოფლიო რაგბის ერთა თასი, რომელიც ზაფხულისა და შემოდგომის ტესტ-მატჩებს ჩაანაცვლებს, 24 გუნდს აერთიანებს და ორ ჯგუფად არის დაყოფილი. საქართველო ბ ჯგუფშია ევროპის, აზიისა და აფრიკის წარმომადგენლებთან ერთად.

4 ივლისი, 2026
სპორტი

ქოჩორაშვილი და დავითაშვილი კლუბშიც ერთად? - რას წერს Central 90 ზურიკოს "სპორტინგში" შესაძლო ტრანსფერზე

ზურიკო დავითაშვილის, რომელიც საფრანგეთის "სენტ ეტიენში" თამაშობს, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. პორტუგალიური კლუბი "სპორტინგი", სადაც გიორგი ქოჩორაშვილი ასპარეზობს, დავითაშვილის შეძენით ინტერესდება. Central 90-ის ინფორმაციით, "სპორტინგმა" "სენტ ეტიენს" უკვე მიმართა და ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით დეტალები გამოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ დავითაშვილი ამჟამად ფრანგულ გუნდთან ერთად ემზადება, მისი კლუბში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

4 ივლისი, 2026
საზოგადოება

სასწრაფოდ: ნაპოვნია ძაღლი! სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი

გორში, ჭალის დასახლებაში, სავარაუდოდ დაკარგული პომერანული შპიცი იპოვეს. ცხოველთა მართვის სააგენტო მოუწოდებს პატრონს, რომ 5 დღის ვადაში გამოცხადდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი გაჩუქდება.

4 ივლისი, 2026
სამართალი

სააპელაციო სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირების შემდეგ, ორი მომიტინგე ვადაზე ადრე გაათავისუფლეს

სააპელაციო სასამართლომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს, რომელთაც აპრილში ჯგუფური ძალადობისთვის ერთწლიანი პატიმრობა შეეფარდათ, სასჯელი შეუმცირა. სასჯელის შემცირების შედეგად, ორივე მომიტინგე პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ისინი 2025 წლის 16 აგვისტოს დააკავეს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის გამო.

4 ივლისი, 2026
სპორტი

7-კაცამ ჩემპიონატი ბელგიისა და იტალიის ძლევით გახსნა

საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ორი მოგებით გახსნა და გერმანიაში მიმდინარე ტურნირის პირველი სათამაშო დღის შემდეგ, გ ჯგუფის ლიდერია. გიორგი ნოზაძის გუნდმა, რომელსაც 7-კაცას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალური დებიუტი ჰქონდა, ბელგია და იტალია დაძაბულ ბრძოლებში, ბოლო წუთზე დაამარცხა.

4 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/16 ფინალი] ავსტრალია 1:1, პენ 2:4 ეგვიპტე. ეგვიპტე მერვედფინალშია! ...მაგრამ რას ერჩოდა პოპოვიჩი ბიჩს? | Lelo.Ge

ეგვიპტის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია. „ფარაონებმა“ მუნდიალზე ეს პირველად შეძლეს. დამარცხებულია ავსტრალიის სიმპათიური ნაკრები თავისი ლოკალური კოზირებით. ეგვიპტეს ძირითად დროშივე უნდა მოეგო, თუმცა მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ნერვების დამწყვეტი თამაში იყო, რომლის მეორე ნაწილშიც გააქტიურდა მოჰამედ სალაჰი, ვინც ბარძაყის კუნთის ტრავმით თამაშობდა, რითაც საკუთარი ჯანმრთელობა შეაგდო სასწორზე.

4 ივლისი, 2026