← მთავარი
სპორტი

[ხელბურთი] მაჟორული ფინიში გიოტებორგში | Lelo.Ge

4 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[ხელბურთი] მაჟორული ფინიში გიოტებორგში | Lelo.Ge

შვედურ გიოტებორგში დამთავრდა 16-წლამდელ ხელბურთელ გოგონათა კვირეული - ევროპის ღია პირველობა, რომელშიც 20 გუნდი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებმა (მთავარი მწვრთნელი გიორგი გვაზავა, მწვრთნელები - ინა ჭკუასელი, მარიამ ჩავჩიძე), სასტარტო შეხვედრებისგან განსხვავებით, ფინიში მაჟორულად ჩაატარა.

საქართველოს 16-წლამდელებისთვის შეჯიბრების მეოთხე დღე წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი გოგონები ლიეტუვის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და პირველი გამარჯვებაც იზეიმეს.

საქართველო – ლიეტუვა 22:21

საქართველო: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (7), მარიამ ქათამაძე (6), ანასტასია ესართია (4), მარიამ დანელია (3), მართა ბარნაბიშვილი (2), ლიზი კვესელავა, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, ბარბარე გამგებელი, სესილი სალუქვაძე, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე

პირველი ტაიმი ბალტიისპირელთა უპირატესობით წარიმართა. საქართველოს ნაკრები მდევრის როლში იყო. ერთ მომენტში მეტოქე ხუთი ბურთითაც დაწინაურდა. ყოველივეს მიუხედავად, შესვენების შემდეგ გიორგი გვაზავას შეგირდებმა მდგომარეობა გამოასწორეს და ლიეტუველი თანატოლები ერთი ბურთის სხვაობით დაამარცხეს.

პირველობის ფინიშზე ჩვენი გოგოები XVII - XVIII ადგილებისთვის ფინეთის გუნდს დაუპირისპირდნენ.

საქართველო – ფინეთი 23:19 (12:8)

საქართველო: სანიკიძე, ბერუაშვილი, კუჭაშვილი; მუშკუდიანი (9), ქათამაძე (6), დანელია (3), კვესელავა (2), ქებურია (1), ჩუბინიძე (1), ბარნაბიშვილი (1), ლაგვილავა, ნაგერვაძე, გამგებელი, სალუქვაძე, დვალიშვილი, ესართია

ფინელებთან მატჩში საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა და პირველი ტაიმი ოთხბურთიანი სხვაობითაც მოიგო. შესვენების შემდეგ ჩვენები 7 ბურთითაც დაწინაურდნენ, თუმცა საბოლოოდ ოთხი ბურთის უპირატესობით გამარჯვებას დასჯერდნენ და 20 გუნდს შორის მე-17 ადგილი დაიკავეს.

ფინალში გერმანიამ უნგრეთს 29:17 მოუგო და ოქროს მედლები მოიპოვა.

საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა: გერმანია, უნგრეთი, ხორვატია, შვეიცარია, ესპანეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, სერბეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, ფარერები, შვედეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, ისლანდია, საქართველო, ფინეთი, ლიეტუვა, თურქეთი.

← მთავარი