სპორტი
ინგლისის ნაკრების ყოფილმა მეკარემ ჯო ჰარტმა, მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთისა და პარაგვაის მატჩი შეაფასა. ჰარტის თქმით, პარაგვაის გუნდი სირცხვილი იყო და მსაჯის მუშაობა კატასტროფა. მან აღნიშნა, რომ ასეთი თამაში ფეხბურთის დაცინვა იყო.
6 ივლისი, 2026
სამართალი
28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს. მოგვიანებით, მას ბრალი დაუმძიმეს და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინეს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, რომელიც 6 დღე გაგრძელდება. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებას 8 ივლისს ექვსი სპორტსმენით დაიწყებს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ 18 სექტემბერს გაიმართება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნა რეგიონის დე ფაქტო ლიდერის, ალან გაგლოევის გადადგომას მოყვა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა. ახალი „არჩევნების“ ჩატარებამდე, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი მარატ კამბოლოვი იქნება.
6 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმის "დინამომ" ბრაზილიელი ფორვარდი, მაურიდეს როკე ჟუნიორი, ან უბრალოდ - მაურიდესი, ოფიციალურად წარადგინა. 32 წლის ფეხბურთელმა აჭარულ კლუბთან 2027 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. მაურიდესი ბათუმში პოლონური ექსტრაკლასას კლუბ "რადომიაკიდან" გადმოვიდა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველმა რაიან შერკიმ პარაგვაისთან გამარჯვების შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მსაჯის გადაწყვეტილებები გაუგებარი იყო. შერკიმ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მოედანზე მყოფ ფეხბურთელებს რთულ პირობებში გამარჯვების მიღწევა შეძლეს.
6 ივლისი, 2026
სპორტი
22 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლაცაბიძე ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა. მან დონეცკის "შახტარიდან" ერთწლიანი იჯარით გადაინაცვლა კლუბში. ლაცაბიძეს აქვს გამოცდილება თბილისის "დინამოს", ოდესის "ჩერნომორეცისა" და დანიური "ვეილეს" რიგებში თამაშის.
6 ივლისი, 2026
საზოგადოება
უკრაინული და რუსული მედიასაშუალებები პროდიუსერ და კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის ირგვლივ ატეხილ ახალ სკანდალზე წერენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან ფარულად საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ცნობილია, რომ მელაძეს უკრაინული პასპორტი ჰქონდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წელს განაახლა კიდეც. თუმცა, ახლა ამტკიცებენ, რომ მან უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა.
6 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ ვეტერანი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ამ ზაფხულს კლუბს არ შეიცვლის. ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მას გუნდისთვის საკვანძო ფეხბურთელად მიიჩნევს. დე ბრუინს „ნაპოლისთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს.
6 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი 2026 წლის 30 ივნისსა და 1 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე ქართულმა დელეგაციამ რუსეთსა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ე.წ. შეთანხმების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის აუცილებლობას.
6 ივლისი, 2026