განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
საზოგადოება

ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ

11 ივლისიდან ვარკეთილის დასახლებიდან ვაკის მიმართულებით N309 მარშრუტზე მგზავრებს 18-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურებიან. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეს ცვლილება ორჯერ მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის და გაჩერებებზე ლოდინის დროს შეამცირებს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

საუდის არაბეთი ან MLS-ი? - სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს

მოჰამედ სალაჰს კარიერის გაგრძელების ორი ძირითადი ვარიანტი აქვს: MLS-ი და საუდის არაბეთის პროლიგა. ჯერჯერობით უცნობია, რომელ კლუბსა და ჩემპიონატს აირჩევს გამოცდილი ფეხბურთელი. სალაჰმა "ლივერპულში" ცხრა სეზონი გაატარა და მრავალი ტიტული მოიგო.

9 ივლისი, 2026
სპორტი

რომარიო: რონალდო მესის ტალანტით არ დაიბადა, მაგრამ მონსტრია

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რონალდო მესის, მარადონას, ნეიმარის და რონალდინიოს ტალანტით არ დაბადებულა, თუმცა მონსტრია და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე

უიმბლდონის ტურნირზე ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა განსაკუთრებული ჟესტით გულშემატკივრები აღაფრთოვანა. მიუხედავად იმისა, რომ ტურნირის დასრულების შემდეგ სამეფო ლოჟა თითქმის დაცარიელდა, შვეიცარიელი ჩოგბურთელი ბოლომდე დარჩა და ცენტრალურ კორტზე მიმდინარე შეხვედრას ადევნებდა თვალს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

[რაგბი] "შავ ლომში" მატებაა... | Lelo.Ge

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სამი მატჩი გამართა. ქართული ფრანჩაიზის „შავი ლომის“ მწვრთნელთა შტაბმა გუნდისთვის ორი მორაგბე შეარჩია: უმცროსი ბორჯღალოსნების კაპიტანი, მესამეხაზელი ლუკა ნარსია და ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი. ორივე მათგანი კარიერას „შავ ლომში“ განაგრძობს.

9 ივლისი, 2026
სამართალი

მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევთან ახლოს იპოვეს

კიევთან ახლოს იპოვეს ქალის ცხედარი, რომელიც მონაკოში ბიზნესმენზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი. ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი 6 ივლისს აღმოაჩინეს და ის ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული. მკვლელობის საქმეზე უკვე დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი: უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოფიცერი და ყოფილი სამართალდამცველი.

9 ივლისი, 2026
სპორტი

კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თანაგუნდელი შეიძლება "რეალში" გადავიდეს

პსჟ-ს 30 წლის ნახევარმცველი ფაბიან რუისი შესაძლოა მადრიდის „რეალში“ გადავიდეს. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ პარიზულ კლუბს რუისში 40 მილიონ ევროს შესთავაზებს. ამ ტრანსფერის შემთხვევაში, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი მომავალ სეზონში შესაძლოა მადრიდულ კლუბში ითამაშოს.

9 ივლისი, 2026
სპორტი

რაგბი. ტრანსფერი] გიორგი ტურაშვილმა კონტრაქტი გაახანგრძლივა | Lelo.Ge

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი გიორგი ტურაშვილი ფრანგულ „კასტრში“ კიდევ სამ წელიწადს ითამაშებს. ქართველი ბურჯი ამ გუნდში შარშან სეზონის წინ ჩაირიცხა და ესპუართა გუნდში თამაშობდა. ამჯერად, მან ხელშეკრულება გუნდთან 2029 წლამდე გააფორმა.

9 ივლისი, 2026
სპორტი

[განახლებული. VIDEO. კონფერენსლიგა] ზირა 3:0 ტორპედო. ასეთი ფეხბურთით ფრენა არ იქნება! | Lelo.Ge

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში აზერბაიჯანულ „ზირასთან“ დამარცხდა. ანგარიში 3:0 დაფიქსირდა. მატჩი სუმგაითში, „მეჰდი ჰუსეინზადეს“ სახელობის სტადიონზე გაიმართა. „ტორპედო“ ბურთს იოლად კარგავდა და შეტევების განვითარებას ვერ ახერხებდა. ამგვარი თამაშით გუნდი შემდეგ ეტაპზე ვერ გადავა.

9 ივლისი, 2026
პოლიტიკა

უზბეკეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვია და საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რა დროსაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. ეს შეთანხმება საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან.

9 ივლისი, 2026