განათავსეთ აქ თქვენი რეკლამა
სამართალი

„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით ცაგერის საკრებულოს წევრი დააკავეს

ცაგერის საკრებულოს წევრი, „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. ლეთოდიანის ადვოკატის განცხადებით, ის ბრალს არ აღიარებს და დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

HRW-მა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

Human Rights Watch-მა (HRW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც საქართველოში სამოქალაქო სექტორისა და აქტივისტების მიმართ გაძლიერებულ ზეწოლას ეხება. ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლება რეპრესიული კანონების, დაფინანსების შეზღუდვებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი გამოძიებების გამოყენებით დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებს. HRW-მ ესაუბრა 15 ქართველ აქტივისტს, იურისტს და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომლებმაც ქვეყანაში „უკიდურესად მტრული გარემო“ აღწერეს.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ნათესავის მკვლელობაში ბრალდებული პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულმა 27 ივნისს ნათესავს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

11 ივლისი, 2026
სამართალი

სოხუმში საქართველოს მოქალაქე „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია დააკავა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას ბრალად ედება „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა“. სუს-ის ცნობით, 2025 წელს ცხინვალის რეგიონში უკანონო დაკავების 34, ხოლო აფხაზეთში 40 შემთხვევა დაფიქსირდა.

11 ივლისი, 2026
სპორტი

"ბარსელონას" შემტევი კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს

„ბარსელონას“ შემტევი ფერან ტორესი, დიდი ალბათობით, კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს. წყაროს ცნობით, ესპანელმა პარიზულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და ტრანსფერი მუნდიალის დასრულების შემდეგ გაოფიციალურდება. ლუის ენრიკეს ტორესის დამატება გონსალუ რამუშის შემცვლელად სურს.

11 ივლისი, 2026
სამართალი

„ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით ცაგერის საკრებულოს წევრი დააკავეს

ცაგერის საკრებულოს წევრი, „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. ლეთოდიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ეზოში ხმაურის გამო, მეზობელმა სკოლის მოსწავლე დაჭრა

ვაშლიჯვარში, კვანტალიანის ქუჩაზე, არასრულწლოვანი დაჭრეს. კონფლიქტი ეზოში ბავშვების ხმაურის გამო დაიწყო, რა დროსაც 26 წლის კაცმა მოზარდს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი სახლიდან ცივი იარაღი გამოიტანა და სკოლის მოსწავლეს ხუთი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი არასრულწლოვანი კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

11 ივლისი, 2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მაცხოვრებლებს მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და მოერიდონ დრონებს.

11 ივლისი, 2026
სამართალი

ახლახან დაწინაურებულმა პოლიციელმა სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა, სოსო სიგუამ, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააწინაურეს, თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ მისი ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და მას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა. სიგუა აპირებს, რომ ცოლისა და ტელეკომპანია პირველის წინააღმდეგ ცილისწამების მოტივით იდავოს.

11 ივლისი, 2026
პოლიტიკა

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია! გარეთ სანქცია! ალტერნატივა! - ნიკა გვარამია

„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ოპოზიციის სტრატეგიას სოციალურ ქსელში აანალიზებს. მისი თქმით, სტრატეგია სამი ნაწილისგან შედგება: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ალტერნატივა. გვარამია ხაზს უსვამს, რომ ერთიანობაზე უარის თქმა ან გაერთიანების დანგრევის მცდელობა საბოტაჟია ამ სამივე მიმართულებისთვის.

11 ივლისი, 2026