სამართალი
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მართალია ელისაშვილმა ჩადენილი ქმედება აღიარა, მან ტერორიზმის მცდელობის დანაშაული არ აღიარა.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.
11 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი მის მკვლელობას შეეცდება, ამერიკა ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი ბრძანებები უკვე გაცემულია და ამერიკული სამხედრო ძალები მზად არიან ირანის სრულად განადგურებისთვის. ტრამპმა დატოვა ინსტრუქციები ირანის დაბომბვის შესახებ, თუ თეირანი მის მკვლელობის გეგმებს წარმატებით განახორციელებს.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
„ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ოპოზიციის სტრატეგიას სოციალურ ქსელში აანალიზებს. მისი თქმით, ოპოზიციის გეგმა სამი ნაწილისგან შედგება: შიდა აქციები, საერთაშორისო სანქციები და ალტერნატიული გზების ძიება. გვარამია ხაზს უსვამს, რომ ერთიანობის წინააღმდეგ მებრძოლები ამ სამივე მიმართულებას აფერხებენ.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბელგრადში გამართულ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციას დაესწრო. ღონისძიება მიზნად ისახავდა საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი პლატფორმის შექმნას.
კონფერენცია დასრულდა ბელგრადის დეკლარაციის მიღებით, რომელშიც ქვეყნებმა დაადასტურეს ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი და შეთანხმდნენ გამოცდილების გაზიარებასა და რეგულარულ კონსულტაციებზე. მომდევნო შეხვედრა 2027 წელს მოლდოვაში გაიმართება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ცაგერის საკრებულოს წევრი, „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. ლეთოდიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ცაგერის საკრებულოს წევრი, „ხალხის ძალის“ ფრაქციის თავმჯდომარე ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს. ლეთოდიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.
11 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ ირანისგან მოითხოვს საჯარო აღიარებას, რომ მან დაარღვია ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნით. ამის საპასუხოდ, აშშ-მ ირანის ტერიტორიაზე განთავსებულ სამიზნეებზე დარტყმები განახორციელა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ შეთანხმება აშშ-მ დაარღვია ახალი სანქციების დაწესებით.
11 ივლისი, 2026
სპორტი
„შავი ლომი“ ევროპის პროფესიული საკლუბო რაგბის 2026/27 წლების სეზონს საქართველოში, უელსურ „ოსფრიზთან“ მატჩით გახსნის. გუნდი 17 ოქტომბერს უელსელებთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს, თუმცა უცნობია სტადიონი. ტურნირზე „შავმა ლომმა“ ისტორიული გამარჯვება სწორედ უელსელებთან მოიპოვა 2023 წელს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს, თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა ნათესავს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
11 ივლისი, 2026