პოლიტიკა
გიორგი ბახუაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 6 ივლისს მოაწერა ხელი. ბახუაშვილს მანამდეც ეკავა სხვადასხვა თანამდებობა სამართალდამცავ ორგანოებში.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განაახლა, რათა შეამციროს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისადმი საფრთხის შექმნის შესაძლებლობა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის იერიშების საპასუხოდ ბაჰრეინსა და ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს დაარტყა.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
9 ივლისი, 2026
სპორტი
კოლუმბიაში გამართულ 17-წლამდელ ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა დავით კილაძემ ორჭიდში 279 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე დაამყარა საქართველოს რეკორდები ატაცში, აკვრასა და ორჭიდში.
9 ივლისი, 2026
საზოგადოება
„ჰიუმან რაითს ვოჩმა“ (HRW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ასახავს საქართველოს ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის შედეგებს სამოქალაქო საზოგადოებაზე. ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს, გაზარდონ ფასი ხელისუფლებისთვის ამ ზომების გაგრძელების გამო და მოითხოვონ რეპრესიული კანონების სრულად გაწვევა.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინამ აზოვის ზღვაში იერიში მიიტანა 12 რუსულ ტანკერზე, საბუქსირე გემსა და მშრალ ტვირთმზიდზე. გენშტაბის ინფორმაციით, დაზიანებული გემები გამოიყენებოდა რუსეთის სამხედრო დაჯგუფებებისთვის საწვავისა და სხვა ნავთობპროდუქტების მისაწოდებლად და საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით ენერგორესურსების ექსპორტისთვის.
9 ივლისი, 2026
სპორტი
მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, ლებრონ ჯეიმსი, მომდევნო სეზონს სავარაუდოდ ახალ გუნდში დაიწყებს. მიუხედავად იმისა, რომ "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" მისი დატოვება არ სურდა, თავად ჯეიმსის სურვილი გახდა გუნდის შეცვლა. NBA-ის ინსაიდერების ცნობით, "მეფე" სამი გუნდიდან ერთ-ერთს შეუერთდება: "მაიამი ჰიტი", "კლივლენდ კავალიერსი" ან "ფილადელფია სიქსერსი".
9 ივლისი, 2026
სპორტი
უნივერსალურმა შემტევმა ველისოლ ოლივეირამ "სამგურალი" დატოვა და კარიერას სხვა ქვეყანაში გააგრძელებს. მიმდინარე სეზონში, ველისოლმა წყალტუბოური კლუბის მაისურით 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობდა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, უცხოური კლუბიდან მიწვევის შემთხვევაში, "სამგურალი" მას ხელს არ შეუშლიდა.
9 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას გადასცემს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე მიტანილი დარტყმები ესკალაციაა, თუმცა შესაძლოა ომის დასასრულამდე მიგვიყვანოს.
9 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია მოუწოდებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და კანონმდებლობის გადახედვას. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
9 ივლისი, 2026