სპორტი
ესპანეთის ნაკრების შემტევმა, ლამინ იამალმა განაცხადა, რომ გუნდი საფრანგეთის ნაკრების არ ეშინია. მისი თქმით, ესპანეთმა ბოლო ორ მატჩში დაამარცხა მეტოქე. იამალმა აღნიშნა, რომ საფრანგეთს ორი არჩევანი აქვს: ან ზედიზედ მესამედ გავიდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ან ესპანეთთან ზედიზედ მესამედ დამარცხდეს.
11 ივლისი, 2026
სამართალი
ოპოზიციონერ პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ ის ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობაში დამნაშავედ ცნო. ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ ის სასამართლო დარბაზიდან გააძევა მას შემდეგ, რაც მან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძეს აგინა.
11 ივლისი, 2026
საზოგადოება
ცნობილი ბრიტანელ-ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, მეორე შვილის დედა გახდება. 41 წლის ვარსკვლავმა სასიხარულო სიახლე თაყვანისმცემლებს ისლანდიის ცნობილი „ცისფერი ლაგუნიდან“ გადაღებული ფოტოთი აცნობა. ეს ორსულობა ქეთისთვის განსაკუთრებით ემოციურია, რადგან მას დედობისკენ მიმავალ გზაზე საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწია.
11 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანი მის მკვლელობას შეეცდება, აშშ ირანს 1000 რაკეტით დაარტყამს. მან ასევე აღნიშნა, რომ შესაბამისი ბრძანებები უკვე გაცემულია და ამერიკული სამხედრო ძალები მზად არიან ირანის სრულად გასანადგურებლად. ტრამპმა დატოვა ინსტრუქციები ირანის დაბომბვის შესახებ, თუ თეირანი მის მკვლელობის გეგმებს წარმატებით განახორციელებს.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმში დასრულდა მე-10 საჭადრაკო ფესტივალი, სადაც ექვსი ქვეყნის 36 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირის მთავარ შეჯიბრებაში, სადაც შვეიცარიული სისტემით ცხრა ტური გაიმართა, გამარჯვება ირანელმა სეიდ პურმოსავიმ მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ მეორე ადგილი დაიკავა.
11 ივლისი, 2026
მსოფლიო
აშშ ირანისგან მოითხოვს საჯარო აღიარებას, რომ მან ურთიერთგაგების მემორანდუმი დაარღვია ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო ხომალდებისთვის ცეცხლის გახსნით. მედიაკომპანია CBS-ი, აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, იუწყება, რომ კერძო საუბრებში ირანის ოფიციალურმა პირებმა აღიარეს „შეცდომის“ დაშვება, თუმცა საჯაროდ ამას არ ადასტურებენ.
11 ივლისი, 2026
სპორტი
ბათუმში დასრულდა მე-10 საჭადრაკო ფესტივალი, სადაც ექვსი ქვეყნის 36 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირის მთავარ შეჯიბრებაში, სადაც შვეიცარიული სისტემით ცხრა ტური გაიმართა, გამარჯვება ირანელმა სეიდ პურმოსავიმ მოიპოვა. საქართველოს ჩემპიონმა ლევან ფანცულაიამ მეორე ადგილი დაიკავა.
11 ივლისი, 2026
პოლიტიკა
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და აქციის ჩატარების საშუალება ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, თუმცა ეს არ უნდა ცდებოდეს კანონის ფარგლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ გადაცდომებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება.
11 ივლისი, 2026
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით პირი ბათუმის აეროპორტში დააკავეს. ბრალდებულმა 27 ივნისს ნათესავს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.