სამართალი
ბრიტანეთის მოქალაქე და ომის ვეტერანი მეთიუ როი დესმონდი საქართველოში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდებებით დააკავეს. იგი საზღვარზე ტკივილგამაყუჩებლებით დააკავეს, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით უკანონოდაა მიჩნეული. ადვოკატების თქმით, მას რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
„ნაპოლის“ 29 წლის ნახევარმცველი სკოტ მაკტომინეი შესაძლოა კარიერას ესპანეთში აგრძელებს. ტრანსფერის განხორციელებით „რეალის“ მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც მაკტომინეის „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობის პერიოდიდან იცნობს და ძალიან აფასებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და შეთანხმება მხარეებს შორის თითქმის მიღწეულია. გავრცელებული ცნობით, კონტრაქტი 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს.
10 ივლისი, 2026
სპორტი
საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. „მამლებმა“ ულაპარაკოდ დაამარცხეს მაროკო და დიდიე დეშამის გუნდი ოქროსკენ მიმავალ გზაზე შეჩერებას გაუჭირდება. თითქმის მთელი მატჩი ფავორიტმა მეტოქის საჯარიმოსთან გაატარა და უამრავი შანსი შექმნა. მბაპემ და დემბელემ გაიტანეს გოლები, თუმცა მაროკოს მეკარემ, იასინ ბონომ, შესანიშნავი თამაში აჩვენა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
ლეგენდარულმა იკერ კასილასმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შემოღებული წყლის სავალდებულო შესვენებების ფონზე ფეხბურთის ფორმატის შეცვლის იდეა წამოაყენა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მატჩი ოთხ 25-წუთიან პერიოდად უნდა დაიყოს, რადგან წყლის შესვენებები უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.
10 ივლისი, 2026
სპორტი
onefootball-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ზურიკო დავითაშვილი იტალიის სერია A-ს ბინადარ "ატალანტაში" გადასვლასთანაა ახლოს. ბერგამოელებმა ფრანგულ მხარეს მომხიბვლელი შეთავაზება გაუკეთეს და მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში 7 ივლისს დრონების საფრთხის გამო განგაში ორჯერ გამოცხადდა. რუსული მედია იტყობინება, რომ განგაში პირველად ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გამოცხადდა და ორი საათის შემდეგ მოიხსნა, მოგვიანებით კი ისევ გამოცხადდა. მოსახლეობას მოუწოდეს, დატოვონ ღია ადგილები და არ სცადონ დრონების დამოუკიდებლად ჩამოგდება.
10 ივლისი, 2026
სპორტი
მაროკოსთან მატჩში კილიან მბაპეს დაშავებამ საფრანგეთში შეშფოთება გამოიწვია. ის გუნდის მთავარი მოთამაშეა და მის გარეშე გუნდის შანსები საგრძნობლად შემცირდება. თავად მბაპემ განაცხადა, რომ მცირე ტრავმა აქვს, მაგრამ თავს კარგად გრძნობს, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ნაკრების შტაბიდანაა საჭირო.
10 ივლისი, 2026
სამართალი
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად ირაკლი დგებუაძე დაინიშნა. ის ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ჰააგის დეკლარაცია და რეზოლუციები, რომლებიც გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო. დეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და გააუქმოს შემზღუდავი კანონმდებლობა. საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომათა დარბაზი დატოვა.
10 ივლისი, 2026