სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) სომხეთის საზღვართან დააკავა პირი, რომელიც 2025 წლის 7 ოქტომბერს ბრალდებულად იქნა ცნობილი 4 ოქტომბრის მოვლენების პარალელურად დივერსიული აქტების დაგეგმვისთვის. დაკავებული, სავარაუდოდ, ბექა ჭულუხაძეა, რომელსაც ბრალად ედება დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.
10 ივლისი, 2026
სამართალი
სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებული პირი სომხეთის საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, ბექა ჭულუხაძეა, რომელსაც ედავებიან, რომ მცხეთის ტყეში იარაღსა და საბრძოლო მასალას მალავდა 4 ოქტომბრის აქციის პარალელურად „დივერსიული აქტების“ ჩატარების მიზნით.
სუსის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ გამოძიების ვერსიით, ბრალდებულს მასალა შეძენილი ჰქონდა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“.
10 ივლისი, 2026
სამართალი
სუს-ის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებული პირი სომხეთის საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. დაკავებული, სავარაუდოდ, ბექა ჭულუხაძეა, რომელსაც ედავებიან, რომ მცხეთის ტყეში იარაღსა და საბრძოლო მასალას მალავდა „დივერსიული აქტების“ ჩატარების მიზნით.
სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ დაკავებულს მასალა შეძენილი ჰქონდა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ჭიათურელი მაღაროელი გიორგი ნეფარიძე, რომელიც უკვე იხდის საპატიმრო ვადას, დაადანაშაულეს მოსამართლის შეურაცხყოფაში. მას ამ საქმეზე 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნეფარიძე 2025 წლის აპრილში დააკავეს და 2026 წლის იანვარში უკვე 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
აშშ-ში, ოჰაიოს შტატში, სამართალდამცავებმა ერთ-ერთ სახლში 1-დან 18 წლამდე ასაკის 16 ბავშვი იპოვეს, რომლებიც წლების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდნენ. სახლში არსებული ანტისანიტარია და ნაგვის მთები შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, რის გამოც ბავშვები კლინიკებში გადაანაწილეს. მშობლები და ბებია-ბაბუა დააკავეს და მათ ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებისთვის 192 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის შესასვლელთან მოძრაობა დროებით შემოვლით გზაზე გადაერთვება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მეწყრული უბნების აღდგენისა და დამცავი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის გამო.
10 ივლისი, 2026
სპორტი
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იურგენ კლოპი გერმანიის ნაკრების ახალი მწვრთნელი გახდება და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან. კონტრაქტი 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გაფორმდება და კლოპი წელიწადში 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
10 ივლისი, 2026
საზოგადოება
საინფორმაციო სააგენტო BMG-მ ონლაინ მედიასაშუალება On.ge შეიძინა. საჯარო რეესტრში ცვლილებები 8 და 9 ივლისს აისახა, რომლის მიხედვითაც BMG-იმ On.ge-ს წილები შეიძინა და მისი 100%-იანი მფლობელი გახდა.
On.ge-ს თანადამფუძნებელი ნოდარ დავითური აცხადებს, რომ ეს ეტაპი მედიასაშუალებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობაა, ხოლო BMG-ის დირექტორი ანნა ლაპიაშვილი აღნიშნავს, რომ On.ge დამოუკიდებელ მედია სააგენტოდ გააგრძელებს ფუნქციონირებას.
10 ივლისი, 2026
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ჰააგის დეკლარაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი შეფასებას არ იმსახურებს. მისი თქმით, ასამბლეა ჯო უილსონის დონემდე დავიდა, რაც ტრაგიკული მოვლენაა და აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ეუთოს მიმართ.
10 ივლისი, 2026
სამართალი
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურამ საქართველოს მოქალაქე გელა მებონია ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა. მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საქმე 3 ივლისს აღიძრა, როდესაც მებონიამ 2 ივლისს გალის რაიონის სოფელ ბატაიგუარასთან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
10 ივლისი, 2026